Home
ქართული | English
ნოემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
28293031123
45678910
11121314151617
18192021222324
2526272829301

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Eurasianet ხვანჭკარაზე, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ღვინოზე წერს

საქართველოს ჩრდილო-დასავლეთის მაღალმთიან, პატარა სოფელში, ხვანჭკარაში უკვე შემოდგომის ჭრელ-ჭრელი ფერებია. Eurasianet ხვანჭარაზე წერს, ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ღვინოზე. როგორც ვკითხულობთ, წლევანდელი რთველის დროს საკმაოდ დიდი აურზარი იყო. წვიმის პროგნოზმა კი გააჩინა შიში, რომ მოსავლის აღების დრო ძალიან ცოტა იყო. როგორც მეღვინე ალეკო სარდანაშვილი ამბობს, ძლიერმა ნალექმა შეიძლება, რომ დააზიანოს მოსავალი და ყურძენს შაქარი გამოურეცხოს. ნამდვილი ხვანჭკარას დასაყენებლად კი ყურძენში შაქრის დონე მინიმუმ 23% უნდა იყოს. 

ნახევრადტკბილი წითელი ხვანჭკარა გამოირჩევა ხავერდოვანი ტექსტურითა და მდიდარი, კენკროვანი არომატებით, რასაც ადგილწარმოშობა და მეღვინეობის სტილი განაპირობებს.” - ვკითხულობთ სტატიაში. ხვანჭკარას ჯიშები, ალექსანდროული და მუჯურეთული ძირითადად უფრო ცივ კლიმატში ხარობს. სოფელი 530 მეტრის სიმაღლეზეა და ჩრდილოეთით შემოსაზღვრულია კავკასიონის მთების აღმავალი კასკადით. 

სტატიაში ქართული მეღვინეობის 8000 წლოვან კულტურაზეც ვკითხულობთ, ღვინის დაყენების ტექნოლოგიებზე, ადათ-წესებსა და ისტორიაზე. როგორც ალეკო სარდანაშვილი ამბობს, რომელიც ხვანჭკარას აყენებს, ეს ღვინო ძირითადად პოპულარულია აღმოსავლეთ ევროპელებში, უკრაინელებში, რუსებსა და და ა.შ.. პრემიუმ ღვინის კატეგორიაში, ბოთლი, როგორც წესი, დაახლოებით 22$-მდე ღირს. პირველად ხვანჭკარა პოპულარული 1907 წელს გახდა, როდესაც დიმიტრი ყიფიანის მიერ დაყენებულმა ღვინომ ბელგიაში ღვინის ფესტივალზე მთავარი პრიზი მოიპოვა. მას შემდგ ის ძალიან ცნობილი გახდა, შეიძლება ითქვას, რომ საბჭოთა ელიტის რჩეულიც კი. თუმცა საბჭოთა დამოკიდებულებამ, როცა რაოდენობა ხარისხზე მაღალი იყო, ფალსიფიკაციის საკმაოდ “ნაყოფიერი ნიადაგი” შექმნა. ღვინის საწარმოები ნებისმიერ წითელ ყურძენს უმატებდნენ ხვანჭკარას ნარევში, რათა იმაზე მეტი მიეღოთ, ვიდრე წესით უნდა ყოფილიყო. უმატებდნენ შაქარსაც, რათა ხვანჭკარასთვის დამახასიათებელი სიტკბო მიეღოთ. 

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კიდევ უფრო უხეშად “აყალბებდნენ” ღვინოს საქართველოს ფარგლებს გარეთაც კი. ნამდვილი ხვანჭკარის დასაგემოვნებლად  ერთადერთი გზა იყო იმ რეგიონში ახლობელისა ან ოჯახის წევრის ყოლა. 

თანდათან დაიწყეს ზრუნვა ხვანჭკარას სისუფთავეზე. ამან კი ნელ-ნელა განაპირობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ხარისხი. თანდათან უფრო მეტი დაინტერესდა ამ ღვინითაც, რადგან მასში იგრძნობოდა უფრო მეტი არომატიცა და უკეთესი ხარისხიც. თუმცა, სარდანაშვილი ამბობს, რომ რეგიონში სხვა ჯიშებს ყურადღება იმდენად აღარ ექცევა, რაც სამწუხაროა, “აქ თითქმის ყველას მოჰყავს ყურძენი ხვანჭკარას დასაყენებლად, რადგან კარგ ფასს იღებენ სახელმწიფო სუბსიდიების წყალობით. ამასობაში კი სხვა, ძალიან საინტერესო ჯიშებს აღარ ექცევა ისეთი ყურადღება, როგორსაც იმსახურებენ. ეს ძალიან ცუდია” - ვკითხულობთ სტატიაში, რომელსაც Eurasianet-ის ვებ-გვერდზე გაეცნობით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული