Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩინელები ბოთლებსაც ყიდულობენ

როგორც ცნობილია, ბოლო დროს აზიაში და განსაკუთრებით ჩინეთში მკვეთრად გაიზარდა ინტერესი ელიტური, ძვირადღირებული ღვინოების მიმართ. საქმე იქამდე მივიდა, რომ ჩინეთში არა მხოლოდ ღვინოებზე, უკვე ბოთლებზეც გადავიდნენ და ძვირფასი ღვინის ტარაში ასეულობით დოლარს იხდიან. პოპულარობის მხრივ პირველობას არ თმობს  Chateau Lafite Rotschild-ის ბოთლი. პეკინის ერთ-ერთი კომპანია, რომელიც ცარიელ ბოთლებს ყიდულობს პეკინისა და შანხაის ბარებისგან, მზადაა ამ ღვინის ცარიელ ბოთლში 400 დოლარი გადაიხადოს. შედარებით ნაკლებად ფასობს Carruades de Lafite-ს ბოთლი, მასში მხოლოდ 15 დოლარს იხდიან. გამყალბებლები ძალ-ღონესა და თანხებს არ იშურებენ ძვირფასი ღვინის ბოთლების ხელში ჩასაგდებად, შემდეგ ბოთლს სხვა ღვინით ავსებენ და წარმატებით ყიდიან. ცარიელი ბოთლი იდეალურ მდგომარეობაში უნდა იყოს, რომ ღვინის ორიგინალურობაში ეჭვი არავის შეეპაროს. ელიტური ღვინოებისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების ფალსიფიკაციის პრობლემა ჩინეთში ახალი არ არის. გამყალბებლები უკვე დიდი ხანია წარმატებით ახდენენ ჩინური არყის – მაოტაისა და აისვაინის ფალსიფიკაციას. 1950 წლის მოსავლის არყის ორიგინალი ბოთლები ათასობით დოლარად იყიდება. მაოტაის მწარმოებელი კომპანიის მესვეურებმა განაცხადეს, რომ მიუხედავად მათ მიერ ფალსიფიკაციის აღსაკვეთად გატარებული მრავალი ღონისძიებისა, რაზეც მილიონობით იუანი დაიხარჯა, გამყალბებლებთან ბრძოლა მაინც უშედეგო აღმოჩნდა. ბრიტანული ღვინის კომპანიის Berry Bros and Rudd –ის წარმომადგენელი, ადამ ბილბი აღნიშნავს, რომ ელიტური ღვინოების მიმართ ჩინეთში ატეხილმა ამგვარმა აჟიოტაჟმა შესაძლოა ღრმა კრიზისი გამოიწვიოს, ვინაიდან ღვინოზე გაზრდილი მოთხოვნილების შესაბამისად მყისიერად იზრდება ფალსიფიცირებული პროდუქციის მასშტაბებიც.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული