Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილეური ღვინის ექსპორტი იზრდება

უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში ჩილეური ღვინის ექსპორტი 4-ჯერ გაიზარდა. გასულ წელს ქვეყნიდან საზღვარგარეთ 700 მილიონი ლიტრი ღვინო გავიდა, რაც 1,7 მილიარდ აშშ დოლარს შეესაბამება. ამ მონაცემთა გათვალისწინებით, ღვინის ექსპორტის მხრივ ჩილე მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. ამერიკისა და ევროპის ბაზრებზე სერიოზული მარკეტინგული ინვესტიციების განხორციელების შემდეგ ჩილე აქცენტებს უკვე ჩინურ ბაზარზე აკეთებს. ჩინეთი მეექვსე ადგილზეა ანდებში წარმოებული ღვინოების გაყიდვის მხრივ, თუმცა ბრუნვა ალბათ კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან Wines of Chile-მ ამ მიმართულებით უპრეცედენტო ბიუჯეტი გამოყო. აზიაში საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგები აქვს ჩილეურ გიგანტ Concha y Toro-ს, რომლის პროდუქციის ექსპორტმაც, 9 ლიტრი მოცულობის  სტანდარტული ყუთებით, 1,8 მილიონ ერთეულს მიაღწია. აღნიშნულ კომპანიას 2005 წელს ექსპორტის საერთო რაოდენობიდან აზიურ ბაზარზე პროდუქციის 4,9% გაჰქონდა, 2011 წელს ამ მაჩვენებელმა 9,1%, მიმდინარე წელს კი უკვე 12,8% შეადგინა. 2020 წლისთვის Wines of Chileსაზღვარგარეთ 3 მილიარდი დოლარის ღირებულების ღვინის გატანას გეგმავს. ასეთი გრანდიოზული მიზნის მისაღწევად კი ვენახების ფართობის გაზრდა გახდება საჭირო. როგორც ვარაუდობენ, უახლოეს წლებში ჩილეში ვენახების ფართობი კიდევ 40 ჰექტრით გაიზრდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული