Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

"ქინძმარაულის მარანი" ღვინის ფასს ამცირებს

ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა კრიზისმა "ქინძმარაულის მარანის" წარმომადგენლებს ფასების შემცირება გადააწყვეტინა. ძირითადად, ეს შედარებით ძვირიან ღვინოებს ეხება, რომელზეც დღესდღეობით მოთხოვნა შემცირებულია. საექსპორტო პროდუქციის ღირებულებამ უკვე 15%-ით იკლო და უახლოეს მომავალში ეს პროცესი ადგილობრივ ბაზარსაც შეეხება. ამ ეტაპზე "ქინძმარაული მარანის" პროდუქციის ფასი, საშუალოდ, 5-17 ლარია.

კომპანია "ქინძმარაულის მარანი" 2000 წელს დაარსდა. პირველი მოსავალი საკუთარი ვენახებიდან 2005-ში მიიღო. დღეისათვის წარმოებული პროდუქციის სია 12 დასახელების მაღალხარისხოვანი ღვინოს ითვლის, რომელთაგან სამი – წითელი მშრალი "კახური სამეფო," თეთრი მშრალი "კახური სამეფო" და წითელი ბუნებრივად ნახევრად ტკბილი - "ქინძმარაული ორიგინალი" მათი ექსკლუზიური ბრენდია.  
საექსპორტო ბაზარზე არსებული რთული ვითარების მიუხედავად, კომპანია ექსპორტის გაზრდას აპირებს და იაპონიაში, პოლონეთში, უკრაინასა და აზერბაიჯანში 200-ის ნაცვლად 300 ათას ბოთლი ღვინის გატანას გეგმავს.
 
© მადიანი/vinoge.com

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული