Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჩილე ღვინის ექსპორტს ზრდის

ჩილელი მევენახეები და მეღვინეები დამანგრეველი მიწისძვრისგან მიყენებული ზარალის დაძლევას ცდილობენ და არცთუ უშედეგოდ. როგორც გამოცემა The Wall Street Journal–ი იუწყება, წელს ჩილეური ღვინის იმპორტის 8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამგვარი პროგონოზი ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ თებერვალში კომპანია Vina Concha Y Toro -ს დაახლოებით 22.8 მილიონი ლიტრი ღვინის დანაკარგი ჰქონდა, რაც მათი ღვინის მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. Wines of Chile –ს მონაცემებით, 2009 წელს ჩილემ 382,9 მილიონი ლიტრის მოცულობის ბოთლის ღვინო გაიტანა საექსპორტოდ, რამაც საერთო ჯამში 1,14 მილიარდი დოლარი შეადგინა.

დღესდღეობით ჩილე ღვინის მსხვილ მწარმოებელთა შორის რეიტინგით მეთერთმეტე, ხოლო ღვინის წამყვან ექსპორტიორთა შორის მეხუთე ადგილს იკავებს. ჩილეური ღვინის ძირითადი მომხმარებლები არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი, ჰოლანდია, კანადა და ბრაზილია.
 
© ღვინის კლუბი/“Weekend“

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული