ჩილელი მევენახეები და მეღვინეები დამანგრეველი მიწისძვრისგან მიყენებული ზარალის დაძლევას ცდილობენ და არცთუ უშედეგოდ. როგორც გამოცემა The Wall Street Journal–ი იუწყება, წელს ჩილეური ღვინის იმპორტის 8%-იანი ზრდაა მოსალოდნელი. ამგვარი პროგონოზი ცოტა არადამაჯერებლად ჟღერს, თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მხოლოდ თებერვალში კომპანია Vina Concha Y Toro -ს დაახლოებით 22.8 მილიონი ლიტრი ღვინის დანაკარგი ჰქონდა, რაც მათი ღვინის მთლიანი მოცულობის 10%-ს შეადგენს. Wines of Chile –ს მონაცემებით, 2009 წელს ჩილემ 382,9 მილიონი ლიტრის მოცულობის ბოთლის ღვინო გაიტანა საექსპორტოდ, რამაც საერთო ჯამში 1,14 მილიარდი დოლარი შეადგინა.