Home
ქართული | English

მულტიმედია

კომენტარები

Christie’s აუქციონზე ყველაზე ძვირადღირებული ღვინო გაიყიდა

ჟენევაში, აუქციონის სახლმა Christie’s ღვინის ვაჭრობა გამართა. აუქციონის ტოპ ლოტად იქცა Chateau Cheval-Blanc-ის ღვინის ექვსლიტრიანი ბოთლი. ანონიმურმა კოლექციონერმა მასში 304 375 ამერიკული დოლარი გადაიხადა. ვაჭრობის დაწყებამდე 1947 წლის მოსავლის ეს ღვინო 150-250 ათას დოლარად იყო შეფასებული.
Christie’s აუქციონის სახლი აცხადებს, რომ ეს გახლავთ რეკორდული თანხა, რომელიც ოდესმე ბოთლ ღვინოში აუქციონზე გადაუხდიათ. აქამდე  რეკორდი 1869 წლის Chateau Lafite-ს ეკუთვნოდა, რომლის სამი ბოთლიც ოქტომბერში ჰონკონგში Sotheby’s  აუქციონზე გაიყიდა - თითოეული 230 ათას დოლარად.
აუქციონის ორგანიზატორები ასევე აცხადებენ, რომ გაყიდული ლოტი, შესაძლოა, მსოფლიოში "იმპერიალის" ფორმატით (ანუ ექვსლიტრიან ჭურჭელში) დაფასოებული ერთადერთი ბორდოა.
© ღვინის კლუბი/“Weekend“

არქივი

მაისი 2012
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

ტოპ ხუთეული