Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ალკოჰოლის ფხვნილი

შემოდგომიდან აშში-ის მაღაზიებში ალკოჰოლის ფხვნილი გაიყიდება. მწარმოებლები ექვსი სახის ფხვნილს გვთავაზობენ: არყისა და რომის არომატით; კოქტეილები: მოხიტო, მარგარიტა და კოსმოპოლიტენი, ასევე ლიმონისარომატიანი სასმელი. ალკოჰოლის ფხვნილს Palcohol ჰქვია (ანუ powdered alcohol) და 100-გრამიანი პაკეტებით გაიყიდება. სასმლის  მოსამზადებლად ფხვნილისთვის მხოლოდ წყლის დამატებაა საჭირო. შეგვიძლია, ფხვნილი საჭმელშიც ჩავყაროთ, მაგრამ მისი შესუნთქვა სასტიკად აკრძალულია. ფხვნილის შესუნთქვისას ადამიანი ძალიან  სწრაფად თვრება, რასაც შეიძლება სავალალო შედეგიც კი მოჰყვეს.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ფხვნილის მომხმარებლები ძირითადად ახალგაზრდები იქნებიან, რადგან ალკოჰოლის ფხვნილი ბევრად იაფი ეღირება, ვიდრე იმავე სახის იმავე რაოდენობის თხევადი სასმელი. გარდა ამისა, წვეულებებზე მისი მიტანა ბევრად მოსახერხებელი და კომფორტულია. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით 21 წლამდე ახალგაზრდას ალკოჰოლური სასმლის მოხმარება ეკრძალება, ეს აკრძალვა კი ალკოჰოლურ ფხვნილზე არ ვრცელდება.

უნდა აღვნიშნოთ, რომ Palcohol არ არის ერთადერთი ალკოჰოლური ფხვნილი. ამავე ტიპის ფხვნილი მოჰყვება Spike Your Juice-ის ნაკრებს, რომელიც ინტერნეტით შეგიძლიათ შეიძინოთ. ფხვნილს უნდა დავუმატოთ ხილის წვენი შაქრის მაღალი შემცველობით, მაგალითად, ყურძნის, შტოშის, ბროწეულის და აშ. და თავდახურული ჭურჭელი 48 საათით სითბოში გავაჩეროთ. თუმცა, რაც მეტ ხანს გავაჩერებთ სასმელს, მით უფრო მაღალალკოჰოლურ ხილის ღვინოს მივიღებთ - მაქსიმუმი კი 14 გრადუსია.

ასეთივე მარტივი მეთოდით შეგვიძლია ლუდიც “შევქმნათ”. ფხვნილს, რომელსაც კომპანია Pat's Backcountry Beverages გვთავაზობს, მხოლოდ წყალი და ნახშირორჟანგის გაზი ემატება და ლუდი მზადაა!

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული