Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Cape Wine-ზე სამხრეთაფრიკული მეღვინეობის ახალი ჰორიზონტი გამოჩნდა

კეიპტაუნში სამხრეთაფრიკული მეღვინეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ღონისძიება - Cape Wine- გაიმართა. 3 დღის განმავლობაში ქალაქი ადგილობრივ მეღვინეთა განკარგულებაში იყო, უყურადღებოდ არც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, რესტორატორები,  სომელიეები, ჟურნალისტები და კრიტიკოსები დარჩენილან. Cape Town International Convention Centre-ში გამართულ  გამოფენაზე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის სამასზე მეტი მცირე თუ დიდი მარნის პროდუქცია იყო წარმოდგენილი - მსხვილი ჰოლდინგები, რეგიონალური კოოპერატივები და მცირე საოჯახო საწარმოები საკუთარი ღვინით იწონებდნენ თავს. შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით სამხრეთ აფრიკაში ეს ერთადერთი საშუალებაა იმისა, რომ დანარჩენ მსოფლიოს მეღვინეობის განვითარების საკუთარი შესაძლებლობები უჩვენონ. სხვათა შორის, უნდა ითქვას, რომ  ლონდონურ CapeWine-ზებევრად ნაკლები ღვინოა ხოლმე წარმოდგენილი. როგორც Wines of South Africa (WOSA)-ს თავმჯდომარემ - იოჰან კრიგემ აღნიშნა,   გამოფენა თვალნათლივ ასახავს სამხრეთ აფრიკის მეღვინეობის მდგომარეობას. თუკი აქამდე სამხრეთ აფრიკა მხოლოდ მცირე მარნების ღვინოებით იყო ცნობილი, დღეს, როგორც გამოფენამ აჩვენა, რესპუბლიკა  საკმაოდ მძლავრ ღვინის ქვეყნად ყალიბდება.

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.