Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

Bruxelles Mondial 2012

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კონკურსი - Bruxelles Mondial  2012 წლის 4-6 მაისს პორტუგალიაში, ქალაქ გიმარაეშში ჩატარდება. პორტუგალიის ღვინის ცნობილი რეგიონის - ვინიუ ვერდეს ულამაზესი დედაქალაქი გიმარაეში ევროპის 2012 წლის კულტურულ დედაქალაქადაც აირჩიეს. კონკურსი 2006 წლიდან ევროპის სხვადასხვა ქალაქში იმართება. კონკურსის მასპინძლები თავის დროზე იყვნენ: ლისაბონი, მაასტრიხტი, ბორდო, ვალენსია, პალერმო, ლუქსემბურგი და სხვ. ეს საერთაშორისო კონკურსი პორტუგალიაში უკვე მეორედ იმართება. Bruxelles Mondial-ის მონაცემთა მიხედვით, პორტუგალია ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის რეიტინგით მეოთხე ადგილზეა, რადგან დეგუსტაციებში ამ ქვეყნის 650 ღვინო მონაწილეობდა. მომავალი კონკურსის განრიგი ასეთია:
2011 წლის 20 დეკემბერი – ონლაინ რეგისტრაციის დაწყება;
2012 წლის 3 იანვარი - საკონკურსო ნიმუშების მიღება;
2012 წლის 9 მარტი - ნიმუშების მიღების დასრულება;
2012 წლის 4-6 მაისი - ღვინოების დეგუსტაცია;
2012 წლის 14 მაისი - გამარჯვებული ღვინოების დასახელება. 
© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული