Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ახალი ღვინის ფესტივალში მონაწილე კომპანიები

11 მაისს თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში ახალი ღვინის ფესტივალზე წელს მონაწილეთა რეკორდული რაოდენობა შეიკრიბა - 30-მდე ღვინის კომპანია და 40-მდე ოჯახური მარანი. სტუმრები (რომელთა რაოდენობა, ალბათ, 20 000-ს გადააჭარბებს) ახალი ღვინის ფესტივალზე საქართველოს მევენახეობა-მეღვინეობის თითქმის ყველა ტრადიციული რეგიონის ღვინოებს გასინჯავენ.

ახალი ღვინის ფესტივალზე წარმოდგენილი ღვინოები სტუმრებს კვლავ დაამახსოვრებს თავს ქართული ვაზის ჯიშებისა და ღვინის დაყენების მეთოდების (გნებავთ - ტექნოლოგიების) მრავალფეროვნებით. ზოგიერთი ღვინო გაგაოცებთ ორიგინალური, ზოგჯერ სრულიად ახალი ექსპერიმენტული გადაწყვეტილებებით. ასევე ნახავთისეთ ღვინოებსაც, როგორსაც სხვადასხვა წერილობითი თუ ზეპირი წყაროების ცნობით, უწინ (ოდესღაც) საქართველოში აყენებდნენ, მაგრამ ბოლო ათწლეულებში ეს მეთოდები სრულიად გაქრა. ახლა კი სხვადასხვა კომპანიების თუ ოჯახური მარნების მეღვინეები ამ ტექნოლოგიების გაცოცხლებას, აღდგენას ცდილობენ.

ახალი ღვინის ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ბოლო, ამ შემთხვევაში - 2012 წლის მოსავლის ღვინოების შეფასება, მათი პოტენციალის განსაზღვრა. ამ მხრივ, უახლეს ტენდენციებს მსხვილი კომპანიების, ასევე - საშუალო თუ მცირე მარნების ღვინოების დაგემოვნებითაც შევიტყობთ.

ახალი ღვინის ფესტივალში წელს შემდეგი კომპანიები მონაწილეობენ: თბილღვინო, კორპორაცია ქინძმარაული, ბაგრატიონი 1882, ქინძმარაულის მარანი, ასკანელი ძმები, შატო თელავი, ააიპ აგრო, თელიანი ველი,გლეხური, ავთანდილ ბედენაშვილიღვინის მანუფაქტურა, კახური ტრადიციული მეღვინეობა, მეღვინეობა ხარება, კახური, იმერული ღვინის კომპანია, ხოხბის ცრემლები, შუმი, ბექა გოცაძის საგვარეულო მარანი, ოქროღვინო, ჯაყელების ღვინოები, დუგლაძეების ღვინოები, მონასტრის ნობათი, რიონის ველის ვენახები, შუხმან ვაინს ჯორჯია, შპს მანდილი, ლეთრე (მილდიანი), ბესინი, ბაბანეურის მარანი, ნაოტრები, ნიკალას მარანი.

© ღვინის კლუბი/Weekend



წარმატებები!!!!

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული