Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ბოლო 10 წლის განმავლობაში მოსკოვში ნაკლებ არაყს და მეტ ღვინოს მიირთმევენ

მოსკოვის ვაჭრობისა და მომსახურების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ალექსეი ნემერიუკმა განაცხადა, რომ უკვე 10 წელია დედაქალაქში მცხოვრებნი ნაკლებ არაყს სვამენ და უპირატესობას ღვინოსა და ლუდს ანიჭებენ. 2002 წლის შემდეგ არყის გაყიდვებმა 21%-ით იკლო, სამაგიეროდ ღვინის გაყიდვები ორჯერ გაიზარდა, ლუდის მომხმარებელთა რაოდენობამ კი 5%-ით იმატა.

2013 წელს, ზოგადად, ალკოჰოლური სასმელების გაყიდვები შემცირდა. თუმცა, როგორც ბატონი ნემერიუკი აღნიშნავს, ბოლო დროს ქვეყანაში ფალსიფიცირებული ელიტური სასმელები მომრავლდა – რუსეთის ბაზარზე გამოტანილი სასმელების 20-30% სწორედ ფალსიფიცირებული საქონელია. თუმცა, იმის გამო, რომ დედაქალაქში ცხოვრების უფრო მაღალი დონეა, ვიდრე სხვა ქალაქებში, ასეთი სასმელი მოსკოვში ნაკლებად საღდება. დღეისათვის ალკოჰოლური სასმელი მოსკოვის 10 ათასზე მეტ ლიცენზირებულ დაწესებულებაში იყიდება. ამათგან ერთი ნახევარი სავაჭრო დაწესებულებებია, მეორე ნახევარი კი - ბარ-რესტორნები.

მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში დეპარტამენტში ლიცენზიის მიღების შესახებ 4 ათასი განცხადება შევიდა, თუმცა 495 ობიექტს სპირტიანი სასმელებით ვაჭრობის ლიცენზია ჩამოერთვა.

© ღვინის კლუბი /Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული