Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

მეღვინეობა „ოთხი და“, მცირე მარნების ანთოლოგია (68)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარნის დაარსება 2018 წელს გადავწყვიტეთ, როდესაც ბიო მეურნეობა დავიწყეთ. ჩვენი მიზანი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის წარმოება, ასევე, ოჯახური ტრადიციის ბიზნესად ქცევა იყო.

- ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- საფერავი და რქაწითელი გვაქვს.  მომავალში ვაპირებთ ქისის, ხიხვის, კახური მწვანისა და სხვა ჯიშების დამატებასაც.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- საფერავს, მუკუზანს, კახურ რქაწითელს და კლასიკურ რქაწითელს ვაწარმოებთ. ჩვენი ღვინოები ორგანოლეპტიკური, გემოვნური მაჩვენებლებითაა გამორჩეული. კავკასერტის ISO-ს ხარისხის ბიო სერტიფიკატი გვაქვს. ასევე იმით, რომ ღვინოს ოთხი და ვაყენებთ, ასე ჰქვია ჩვენს ღვინოსაც - ,,ოთხი და’’.

- გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- საქართველოში ჩვენი გამოცდილება რამდენიმე მაღაზიით შემოიფარგლება, რადგან რეალიზაცია ახლა დავიწყეთ. ჩვენი ღვინოები  „ნინო მერის“ მაღაზიაში, „8000 მოსავალში“ (ახლა შეგვაქვს) და ასტრალში იყიდება.

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე?

ამ ეტაპზე არ გადის.

რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

ყველაზე დიდი პრობლემა, რასაც ჩვენს საქმიანობაში ვაწყდებით, არის ღვინის რეალიზაცია.

თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის მარნების პოპულარიზებაა მნიშვნელოვანი, ასევე ღვინის გაყიდვაში ხელშემწყობი პროგრამების არსებობა.

რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს?

დამწყებ მეღვინეებს ღვინის წარმოებამდე სარეალიზაციო ბაზრის მოძიებას ვურჩევდი.

მარნის მისამართი: გურჯაანი, სოფელი ვაჩნაძანიანი

ტელეფონი: 598 12 29 95

ელფოსტა: inatr2015@agruni.edu.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი:  ღვინო ინატრე - Inatre Wine

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული