Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ჯანიაშვილის მამული - მცირე მარნების ანთოლოგია (87)

- როდის გადაწყვიტეთ მარნის დაარსება და რა იყო ამის მიზეზი?

- მარანი არსებობს 50 წელზე მეტია. ვაზი პირველად ჩვენმა დიდმა პაპამ გააშენა. მარანში იწურებოდა რქაწითელი და საფერავი. წლების შემდეგ ნელნელა დავიწყეთ განვითარება და ამ ეტაპზე 5 სახების ღვინოს ვაწარმოებთ.

-  ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას?

- ვენახში მოგვყავს საფერავი, რქაწითელი, ქისი, ხიხვი, კახური მწვანე. ჯერჯერობით არ ვგეგმავთ ახალი სხეობის გაშენებას.

- რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ჩვენი წარმოებული ყველა ღვინო ქვევრისაა, და, ვფიქრობ, თითოეული მათგანი გამოირჩევა უფრო მეტი არომატითა და მრავალფეროვანი ტონებით. ვაწამოებთ ზემოთ ჩამოთვლილი ჯიშების ღვინოებს.

-  გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

- თავდირველად რესტორანში შეგვქონდა ჩვენი ღვინო და იქ ვყიდდით, შემდეგ 8000 მოსავალში და რამდენიმე ღვინის ბარში შევიტანეთ.

-  გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე? 

- დიახ ჩვენი ღვინო საფრანგეთში გადის. .ჩვენთვის ძალიან საამაყო და სასიამოვნოა ეს ფაქტი, რადგან ძალიან მოსწონსთ ჩვენი ღვინო ფრანგებს და გაყიდვებიც, პრინციპში,  ასე თუ ისე კარგად მიმდინარეობს

-  რა სახის სირთულეები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- მთავარია ჰიგიენის ნორმები იყოს მარანში მაქსიმალურად დაცული და ყურადღება მნიშვნელოვნად მიექცეს  ყურძნის ხარისხს, რაც დამეთანხმებით, აუცილებელი ფაქტორია ხარისხიანი ღვინის მისაღებად.

 - თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის?

- უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია მაღალი ხარისხის პროდუქციის შექმნა და კარგი პაირი, რათა კიდე უფრო ბევრმა გაიგოს ქართული ღვინის შესახებ მთელს მსოფლიოში.

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს? 

- რჩევა ალბათ ის იქნება, რომ ყველაზე დიდი ყურადღება ისევ და ისევ ხარისხზე გაამახვილონ.

მარნის მისამართი:კახეთი, სოფ. კალარი 
ტელეფონი:599007893 
ელფოსტა:janiashviliestate@gmail.com
ვებ/ფეისბუკ გვერდი: https://www.facebook.com/profile.php?id=100075872665969&mibextid=ZbWKwL

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული