Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის მუზეუმი, როგორც ღვინის გზამკვლევი სივრცე

ღვინის მუზეუმები, გარდა იმისა, რომ სტუმრებს იმ ქვეყნის კულტურის ღვინის ისტორიას აცნობენ, იქაური ღვინის დაჭაშნიკებასაც სთავაზობენ იქ მისულ ღვინის მოყვარულებს. Wine Enthusiast მსოფლიოს საუკეთესო ღვინის მუზეუმების შესახებ წერს, რომელთა შორის ქართული მუზეუმიცაა. 

სტატიაში ქვევრის ღვინის დაყენების უნიკალურ მეთოდსაც აღნიშნავენ, რაც მნახველს საშუალებას აძლევს უფრო ღრმად აღიქვას და გაიაზროს ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიები და კულტურა: “მუზეუმი საშუალებას აძლევს სტუმარს ინგლისურ ენაზე აუხსნას და გაუზიაროს ქართული ქვევრის გამოყენების ხელოვნება. მუზეუმს საკუთარი რესტორანიც აქვს, რომელიც ღვინის დეგუსტაციას სთავაზობს მნახველებს”. 

გარდა ქართული ღვინის მუზეუმისა, სტატიაში ავტორი წერს სამხრეთ აფრიკის მუზეუმზე, რომელშიც დიდი ღვინის სკულპტურა დგას. იქ ადამიანებს შეუძლიათ გაეცნონ ღვინის კულტურას მთელი მსოფლიოდან. მუზეუმში, როგორც სტატიიდან ვიგებთ, სტუმრებს 7 ენაზე ღვინით შთაგონებული ლექსების მოსმენაც შეუძლიათ.

ავსტრალიის ღვინის მუზეუმში მნახველი 65 რეგიონის ჯიშებს გაეცნობა და გარდა ამისა, სტუმრებს ღვინის დაწურვაში მონაწილეობის მიღებაც შეუძლიათ. 
ეიფელის კოშკიდან რამდენიმე წუთის სავალზე პარიზის მუზეუმია, Musee du Vin, რომელიც მე-15 საუკუნით დათარიღებულ მიწისქვეშა სარდაფებში მდებარეობს. Vin Paris სტუმრებს გიდისა და აუდიო ტურებს ინგლისურ ენაზეც სთავაზობს.

სლოვენიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ქალაქ მარიბორში 400 წელზე მეტი ხნის წინ დარგული ვაზია, რომელიც ოსმალეთის შემოსევასა და მეორე მსოფლიო ომს გადაურჩა. მუზეუმში სტუმარი შეძლებს სლოვენური მეღვინეობისა და დედოფლის ტრადიციის შესახებ, რომელიც ორ წელიდაწდში ერთხელ ტარდება, უფრო მეტი გაიგოს. 

ამათ გარდა აღწერილია ბორდოს, პორტუგალიისა და ავსტრიის ღვინის მუზეუმები, რომელთა დეტალური მიმოხილვაც Wine Enthusiast-ის გვერდზე შეგიძლიათ.   

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.