Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ევროპარლამენტმა ღვინოზე ახალი შეზღუდვების დაწესებას მხარი არ დაუჭირა

გავლენიანი გამოცემა "დეკანტერის" ცნობით, ევროპარლამენტმა ღვინოზე ახალი შეზღუდვების დაწესებას მხარი არ დაუჭირა. ეს საკითხი აქტიურად განიხილებოდა "ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასა" (WHO) და „ღვინისა და ვაზის საერთაშორისო ორგანიზაციას“ (OIV) შორის. ორივე მხარის პოზიციები გარკვეულ კვლევებს ეყრდნობოდა, რომლებიც ღვინის მოხმარების დოზებსა და მის უსაფრთხოებას ეხებოდა.

ევროპარლამენტარებმა საბოლოო შესწორება 16 თებერვალს მიიღეს, რასაც აღნიშნული ღვინის გამოცემაც გამოეხმაურა. ევროპული ღვინის ბაზარი ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად იყო დამოკიდებული.

განხილული მთავარი რეკომენდაცია  ღვინის ბოთლზე გამაფრთხილებელი ეტიკეტის აუცილებლობას ეხებოდა, ისეთის, როგორიც თამბაქოზეა. ინიციატორი კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური კომიტეტი (BECA) იყო. BECA-ს მოხსენება - „ევროპის გაძლიერება კიბოსთან ბრძოლაში“ მოიცავდა რამდენიმე ღონისძიებას, რომლის მიზანი 2025 წლისთვის   ალკოჰოლის მავნე  მოხმარების 10%-ით შემცირება იყო. თავდაპირველ ანგარიშში ალკოჰოლის მოხმარების ნებისმიერი ფორმა ჯანმრთელობისთვის რისკ-ფაქტორად განისაზღვრა. ევროპარლამენტმა სწორედ ამ რეგულაციას არ დაუჭირა მხარი.

ბოლო გადაწყვეტილებით ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს ალკოჰოლის მოხმარება და მისი „მავნე გამოყენება“. ევროპარლამენტარები, რომლებიც თავდაპირველ კანონპროექტს ეწინააღმდეგებოდნენ, აცხადებენ რომ აუცილებელია იმგვარი გამიჯვნა, რომელიც სხვა ფაქტორებსაც მოიცავს და არც ღვინის სფეროსთვის იქნებოდა ზიანის შემცველი. „ჩვენთვის მისაღებია შესწორებული ანგარიში, 16 თებერვლის გადაწყვეტილებით მოვახერხეთ უაზრო რეგულაციებისთვის თავის არიდება.“

მათივე აზრით, პირვანდელი კანონპროექტის ნაწილი, იმასთან დაკავშირებით, რომ არ არსებობს ალკოჰოლის „უსაფრთხო დონე“, თუნდაც კიბოსა თუ სხვა ქრონიკული დაავადებების პრევენციისთვის, არასწორი და საზიანოა. „პოლიტიკური ჯგუფების  უმრავლესობის მიერ ჩვენი შესწორებების მხარდაჭერით, ჩვენ გვექნება კიბოს საწინააღმდეგო ევროპული გეგმა, რომელიც არა მხოლოდ შედეგზე ორიენტირებულია, არამედ ითვალისწინებს ჩვენს ტრადიციებს, რომელიმე სექტორის დაზიანების გარეშე.“ -  აღნიშნავენ ის ევროპარლამენტარები, რომლებიც ყველაზე მეტად ეწინააღმდეგებოდნენ თავდაპირველ რეგულაციებს.  

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული