Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იმპერატორი საქართველოში

როდესაც ჩამოვიდა, მიუპატიჟებიათ კახეთში ღვინის დასაჭაშნიკებლად: "გაემგზავრნენ ეტლებით სოფ. კარდენახში, სადაც უნდა ენებებინათ დახედვა ქართული მარნისა და ჩვენებურად ყურძნის დაწურვის წარმოება".

საქართველოდან გამგზავრების წინ, მათ უდიდებულესობას თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობა მიეგება და გაუმართა ნადიმი: "სამეფო პავლიონი გამართული იყო საბადურის აღმართის თავში, სადაც იწყება ერწოს ხეობა, ულამაზესი ადგილი კავკასიაში. თვალწინ გადაშლილიყო ფართო მინდორი, ტყიანი მთებით გარშემორტყმული, უზარმაზარი კავკასიონის მთები და დიდებული ყაზბეგი.
"აშენებული პავლიონი მორთული იყო დროშებით, ვენზილებითა და ყვავილების ხვეულებითვ. მოსჩანდა ვაზის ხეები ყურძნის ტევნებით და ხეხილის ტოტებით, რაიცა აძლევდა პავლიონს ნამდვილს ქართულს ხასიათს... უავგუსტოესნი სტუმარნი მობრძანდნენ და გაჩერდნენ პავლიონის შესავალთან; ასტყდა "ურას" ძახილი და მათ უდიდებულესობათ მიეგებნენ თბილისის გუბერნიის მარშალი თავადი ბაგრატიონ-მუხრანსკი, მაზრის მარშლები, დიდ-ძალი თავადაზნაურობა, ქალი და კაცი. კნეინა ე. ნ. ბაგრატიონ-მუხრანსკისამ, რძალმა გუბერნიის მარშლისამ, მის უდიდებულესოას ხელმწიფე იმპერატრიცას მიართვა ცოცხალის ყვავილების კონა".
მეფის სუფრაზე ორმოცი კაცის დასასხდომი იყო. სია სანოვაგისა: ჩიხირთმა ქათმისა, წვენი კუპატებით; კალმახი, ზუთხი ქართულად; ბეჭი ქართულად, საწებელი; ფლავი ხოხბით, შვინდით; თურაჯი, მწვადები, ქართული წნილები; ლობიო ქართულად; მასედუანი საზამთროში; ხილეულობა; ჩაი; ყავა.
სადილზე გუბერნიის მარშალმა მიირთვა ხელმწიფე იმპერატორის სადღეგრძელო; გაისმა ძლიერი და ხანგრძლივი "ურა!" და ქართულად "ღმერთო, ჰფარვიდე მეფესა". თავად ნიკო გულბაათის ძე ჭავჭავაძემ "ჩვენებურად ძველებურადა", უსვენებლივ დასცალა ვეებერთელა ყანწი. საუზმის დროს მღეროდა "აღნიაშვილის ხოროს მგალობელნი, ჩინებულად მორთულები, გაბედნიერდნენ და მიიქციეს მათ უდიდებულესობათა ყურადღება. სხვათა შორის აღნიაშვილის ხორომ იმღერა: "მიყვარს ფაცხა მეგრული", "თამარის დროშა გაშალეს" და "მაღლა ცაზე მშვიდი დარია". მათ უდიდებულესობათა ყურადღება დაიმსახურა თბილისში კარგად ცნობილმა მომღერალმა აბდულ-ბაღიმ. მათ უდიდებულესობათ თავადაზნაურობამ მიართვა ვერცხლის მოსევადებული რამდენიმე სურა, კულა და აზარფეშა, რომელზედაც ეწერა: "საბადური, 7 ოქტომბერი, 1888 წელი".
 
© "მარანი"
თემა:

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული