Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

აისვაინი 2011

გერმანელი მეღვინეები გასულ წელს ამაოდ ელოდნენ აისვაინის დასაყენებლად საჭირო ყინვებს. უჩვეულოდ თბილმა ზამთარმა ლამის ყველანაირი იმედი გადაუწურა მათ, თუმცა 17 იანვრის ღამეს ტემპერატურის მკვეთრმა ვარდნამ ოპტიმიზმის საფუძველი გააჩინა. არახელსაყრელი ამინდების გამო აისვაინის მოსავალი ჩვეულებრივზე ნაკლები იქნება – წინასწარი მონაცემებით დანაკარგმა დაახლოებით 20% შეადგინა. სულ არარაობას, რა თქმა უნდა, ნაკლული მოსავალი სჯობს და ბადენის, ფრანკონიის, მოზელის, რეინჰაუს, პფალცის, ვიურტემბერგისა და რეინჰესენის ვენახებში აისვაინის რთველისთვის ემზადებიან. 2011 წელი არც აისვაინის ჩრდილოამერიკელი მწარმოებლებისთვის გამოდგა წარმატებული. ონტარიოში ჩვეულებრივზე მეტად თბილოდა და ტემპერატურა საჭირო -8 გრადუსზე ქვევით არ დაცემულა. შესაბამისი ამინდის მოლოდინში მოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკარგა. ამერიკის შეერთებულ შტატებში ტემპერატურის მკვეთრი ვარდნა მხოლოდ 3 იანვარს, ანუ მოსალოდნელზე ერთი თვით გვიან, ისიც ძალზე მცირე ხნით, დაფიქსირდა.

© ღვინის კლუბი/Weekend



იქნებოდა ასე 2000 წლი. გერმანიაში გახლდით პრაქტიკებზე. დეკემბერი იყო და ისე ციოდა, რომ გარეთ ყინვისაგან ქვებიც კი ხრჭიალებდნენ. დილის ექვს საათზე გავეშურეთ აისვაინის მოსაკრეფად. ხოლო მანამდე ოქტომბერში სამი ზვარი შევარჩიეთ, ფოთლები შევაცალეთ, მერე გამოშვერილი რქებიც შევასხალით და ზვარზე აქეთ-იქიდან ცელოფანი ამოვუფინეთ, რომელიც სტეპლერებით დავამაგრეთ ზემოთ და ქვემოთ. მოკლედ ზვრები შევფუთეთ. ეს იმიტომ, რომ იმ მხარეში შველი და ხოხობია ძელიან ბევრი და ბევრ ყურძენს ჭამენ. მოკლედ სასწრაფოდ დავკრიფეთ ჩვენი სამი ზვარი და ყურძენი ფართხა-ფურთხით გამოვაქანეთ მარანში. ჩავყარეთ წნეხში და მსუბუქად გამოვწურეთ. მერე მამალი საფუარი ვატაკეთ ამ გამოწურულ ტკბილს და დავადუღეთ. რა თქმა უნდა რისლინგი იყო ვაზის ჯიში. ალკოჰოლო 8 მივიღეთ. ძლიერ არომატული ღვინოა. მე ვთვლი, რომ დაყნოსვად და ერთ ყლუპად ნამდვილად ღირს, მაგრამ აი მეორე ყლუპს(და არა მარტო) კი უკვე ქვევრის კახურით ჩავანაცვლებდი...

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული