Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კარდანახის მამული - მცირე მარნების ანთოლოგია (106)

-მოგვიყევით თქვენი მარნის შესახებ, რამ შთაგაგონათ მეღვინე გამხდარიყავით?

-კარდანახის მამული - მე 19 საუკუნის ბოლოს, 1884-86 წლებში აშენებული მარნებია, სადაც 2020 წელს მე და ჩემმა ოჯახმა განვაახლეთ ღვინის წარმოება. საოცრება ის იყო რომ ასწლოვანი ქვევრები გავრეცხეთ, გავტესტეთ და მივიღეთ წარმოებისთვის მზად მყოფი 30 ტონამდე მარანი. მგონია, შთაგონებაც ეს იყო, რომ მოგვეცა საშუალება გვეკეთებინა ქართულ, ისტორიულ ადგილას, სადაც ხელს გიწყობს მარანიც, მიწაც, მიკროზონაც და გარემო. შენობები გავასუფთავეთ კომუნიზმის პერიოდის მიშენებებისგან და დავუბრუნეთ ავთენტიკური იერსახე, გაზაფხულისთვის ვგეგმავთ, რომ გავხსნათ სოფლის ტიპის დასასვენებელი ადგილი, სადაც შეძლებთ რომ მოხვიდეთ, დაისვენოთ, ოჯახთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად, მიირთვათ გემრიელი ადგილობრივი საკვები, ისიამოვნოთ უგემრილესი ნატურალური ღვინით და დატკბეთ საუკეთესო ხედებით კავკასიონზე. 

-ვაზის რომელი ჯიშები გაქვთ გაშენებული და კიდევ რომელ ჯიშებზე აპირებთ ყურადღების გამახვილებას? რაიმე განსაკუთრებული რიტუალი ხომ არ გაქვთ ვენახის მოვლის ან ღვინის დაწურვის დროს?

-ვაზი გავქვს რქაწითელი მხოლოდ, ახლის გაშენებაზე ჯერ არ გვიფიქრია. რიტუალი, გარდა იმისა, რომ დავიცვათ წესები და ჰიგიენა, სხვა არ გვაქვს. 

რა ღვინოებს აწარმოებთ და რითაა გამორჩეული თქვენი ღვინო?

- ამ ეტაპზე მარანში იწარმოება 14 დასახელების ალკოჰოლური სასმელი, მნიშვნელოვანი ისაა, როიმ ყველა ღვინო პირველად ფერმენტაციას გადის ქვევრში. მხოლოდ ამის მერე ხდება მათი სხვა და სხვა ტექნოლოგიური პროცესებით დამუშვება. გვაქვს, როგორ კანზე დადუღებით ასევე, უდედო ღვინოები, ასევე შემაგრებული ღვინოები და პორტვეინი, დაფნის ჭაჭა, ყველა ჩვენი ღვინო წარმოებულია იმ რეცეპტებით, რომლებიც მე -19 საუკუნეში, ჩვენი მარნების აშენების პერიოდში შეიქმნა და მერე მიიკარგა.

- რა არის თქვენი საყვარელი პროცესი რთველიდან ღვინის ბოთლში ჩამოსხმამდე, რომელსაც სიამოვნებით, დაუღალავად აკეთებთ? 

- ფერმენტაციის პროცესიდან დაწყებული ჩამოსხმამდე ყველა პროცესი სასიამოვნოა, ვინაიდან პირდაპირ ხედავ რამდენად ცოცხალია პროცესი, ქვევრი როგორ მღერის, მოგისმენიათ?! საოცარი შეგრძნებაა ყველა ეტაპზე როგორ იცვლის ღვინო გემოს, როგორ ვარგდება და მზადდება რომ გამოვიდეს ბაზარზე. 

გაიხსენეთ საქართველოში ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება, რომელ მაღაზიებთან გქონდათ ურთიერთობა?

გაყიდვების პროცესის მართვა, რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს საქართველოში ბევრად მძიმე და მტკივნეული აღმოჩნდა ვიდრე ექსპორტის შემთხვევაში. საქართველოში რა პრობლემებს ვაწყდებით: 1. გადახდის პრობლემა, ყველა მაღაზიას უნდა კონსიგნაციით ისე რომ ვერ გეუბნება გადახდის ვადებს, მთელი მისი მუშაობის რისკი არის მეღვინეზე აკიდებული; 2. მაღაზიების უდიდეს ნაწილს არ აქვს საწყობი, თითო - თითო ყუთის მიტანა გიწევს, ამას მოყვება მარაგებს მართვის პრობლემა რაც საბოლოოდ აფერხებს გაყიდვებს და ზრდის გაუთვალიეწინებელ ხარჯს მეღვინისთვის. 

ასევეა მენეჯემენტი, ძალიან რთულია იპოვო მაღაზია, რომელსაც კვალიფიციური კადრი ყავს და ემსახურება მომხმარებეკლს პროფესინალურიად.  თუმცა არიან მაღაზიები ვისთანაც ვთანამშრომლობთ და ძალიან კმაყოფილებიც ვართ. ხოლო რაც შეეხება ექსპორტს, თავდაპირველად რთულია კონტაქტების მოძიება, ვინაიდან ღვინო მაინც საკვები პროდუქტია და დეგუსტაცია კი გაყიდვის მნიშვნელოვანი ასპექტია, მაგრამ მერე უკვე სტაბილურად მიდის გაყიდვები, და დრო და დრო უკვე გრაფიკიც მუშვდება, მეღვინეც მზად არის რომ დროულად და შუფერხებლად მიაწოდოს პროდუქტი მომხმარებელს. თუმცა მცირედი პროლბელმები აქაც არის, უკვე დიდ ხნის ექსპორტიორებს არ უყვართ რისკის აღება და ახალ მეღვინესთან საქმის დაჭერა. ამიტომ ველოდებით ჩვენს დროსაც, რომ დავარწმუნოთ ჩვენს სტაბილურობაში. 

გადის თუ არა თქვენი ღვინო უცხოეთის ბაზარზე? 

- დიახ გადის. ესაა ა.შ.შ, საფრანგეთი, პოლონეთი და იაპონია; გვქონდა ძალიან მცირე ექსპორტი გერმანიაში და ვცდილობთ რომ გავზარდოთ, ველოდებით საბოლოო დასტურს დიდი ბრიტანეთიდანაც. 

- გაიხსენეთ უცხოურ ბაზარზე ღვინის გაყიდვის თქვენი პირველი გამოცდილება. რომელი ქვეყნის ბაზარზე გაყიდულა/იყიდება თქვენი პროდუქცია? 

- ჩვენი პირველი ექსპორტი განხორციელდა ა.შ.შ, კერძოდ ნიუ იორკში, Vine Expo 2021 ვიყავით ღვინის ეროვნული სააგენტოს დახმარებით და იქვე მოხდა ჩვენი და ნიო იორკის იმპორტიორს შორის დაკონტრაქტება, ვისთანაც დღემდე ვთანამშრომლობთ. იყო პირველი და ძალიან ვაფასებთ და ვუფრთხილდებით ამ კონტრაქტს. 

რა სახის სირთულეები/დაბრკოლებები შეგხვედრიათ თქვენს საქმიანობაში? რა უნდა დაიხვეწოს ყველაზე მეტად ღვინის სფეროში?

- ჩემი აზრით მნიშვნელოვანია განათლება ღვინის სფეროში, ტექნოლოგიების ცოდნა, ძალიან მცირეა ინფორმაცია ტექნოლოგიების შესახებ, ამას კი ალბათ ავტომატურად მოყვება ის, რომ გაქრება ტერმინები: ქვევრის გემო, ქვევრის სუნი და ა.შ. ძალიან კარგია, რომ ჩამოდიან ღვინის სააგენტოს დახმარებით იმპორტიორები და დეგუსტატორები სხვადასხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ მეღვინესაც მიეცეს საშუალება, მოინახულოს სხვა ქვეყნის მარნები, ნახონ და გაიზიარონ მათი გამოცდილება. თუ ხარისხზე იქნება ქვეყანა ორიენტირებული, პრობლემა მოიხსნება და ექსპორტის ბაზარიც ბევრად გამარტივდება. 

-რა მიგაჩნიათ ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორად მაღალი ხარისხის ღვინის მისაღებად? 

- მიკროზონა არის ერთ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი.

- თქვენი აზრით, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები თანამედროვე ქართული ღვინის კულტურის განვითარებისთვის? 

- როგორც უკვე აღვნიშნე მეტი განათლება ღვინის ტექნოლოგიურ და თუნდაც ბიზნესის თვალსაზრისით, ვიანიდან ღვინის გაყიდვა საკამაოდ სპეციფიური მიდგომა სჭირდება. 

- რას ურჩევდით დამწყებ მევენახე-მეღვინეებს? 

- მე თვითონ ჯერ დამწყებად ვთვლი თავს, ასე რომ ვურჩევდი გამძლეობას, მოთმინებას, რადგან ღვინო არის პროდუქტი რომელსაც დრო სჭირდება . 

მარნის მისამართი: კარდენახი, გურჯაანის რ-ნი

ტელეფონი:+995577504535

ელფოსტა: info@kardanakhiestate.ge

ვებ/ფეისბუკ გვერდი: www.kardanakhiestate.ge; https://www.facebook.com/KardanakhiEstate

https://www.instagram.com/KardanakhiEstate/

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული