Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

უკრაინული მეღვინეობა დეკანტერის ღვინის კონკურსში მონაწილეობას ცდილობს

უკრაინაში მიმდინარე ომის მიუხედავად, უკრაინულ მეღვინეობებს ექსპორტის გაგრძელება და დეკანტერის ღვინის საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობა სურთ.

ამ მხრივ განსაკუთრებით აქტიური ბეიკუშის მეღვინეობაა, მათ, უნგრეთის გავლით, ღვინის დიდ ბრიტანეთში გაგზავნა სურთ, დეკანტერის კონკურსში მონაწილეობის მისაღებად. 24 თებერვლიდან მოყოლებული, ბეიკუშის მეღვინეობა, რომელიც სამხრეთ უკრაინაში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს, განსაკუთრებულად ცდილობს თავის გადარჩენას. გასულ კვირას ბეიკუშის მეღვინეობამ ათასობით ღვინის ბოთლის დასავლეთ უკრაინაში გადატანა დაიწყო, მიზანი ღვინის დაცვა და შემდეგ ექსპორტზე გატანაა.

მეღვინეობის დირექტორი სვეტლანა ციბაკი დეკანტერს ეუბნება, რომ დაახლოებით 2 500-მდე ბოთლი უკვე გადატანილია. მან ხაზი გაუსვა დეკანტერის ღვინის კონკურსში მონაწილეობის მნიშვნელობასაც. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ღვინის საექსპორტოდ გატანა ვინმეს დახმარებით უწევთ, თუმცა ახლანდელ პირობებში, ეს განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენს. ციბაკი ამბობს, რომ საბოლოოდ მეგობრის ძმა დაეხმარათ, რომელიც ლონდონში ცხოვრობს. ეს ადამიანი უკრაინელი ჩოგბურთის ვარსკვლავის სერგეი სტახოვსკის ძმაა, რომელიც თავადაც ფლობს ბეიკუშთან ახლოს მეღვინეობას, თუმცა ახლა ქვეყნის დასაცავად იბრძვის.

სვეტლანა ციბაკი, რომელსაც დეკანტერის ჟურნალისტი ესაუბრა, კიევიდანაა, თუმცა ახლა ქვეყნის სამხრეთში ცხოვრობს, იგი ასევე craft wine ასოციაციის ხელმძღვანელია და ბოლო კვირების მანძილზე ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზებაშია მონაწილეობს, რაში ჩართვისკენაც ევროპელ მეღვინეებსაც მოუწოდებს.

იგი ამბობს, რომ ექსპორტი შემოსავლის მთავარი წყაროა და ბიზნესის შესანარჩუნებლად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე მათ შეკვეთები საკმაო რაოდენობის აქვთ. მთავარი პრობლემა ბოთლების არასაკმარისი რაოდენობაა, რათა ღვინო ჩამოასხან და მიწოდება შეძლონ.

უკრაინის მთავარი საწარმო, რომელიც ღვინის ბოთლებით ამარაგებდა მეღვინეობებს, განადგურებულია. უშუალოდ ბეიკუშის მეღვინეობა ბოთლებს ესპანეთიდან ყიდულობდა, თუმცა ახლა ეს პროცესიც გართულებულია, გარკვეული რაოდენობის შეძენა მხოლოდ მოლდოვიდან მოახერხეს.

ბრიტანული კომპანიები ბეიკუშის ღვინისადმი ინტერესს იჩენენ, ამბობს ციბაკი. მისი აზრით, რქაწითლისგან დამზადებული ქარვისფერი ღვინო ბრიტანელ მომხლარებელს აუცილებლად მოხიბლავს. მეღვინეობა 700-900 ბოთლს აწარმოებს, ახლა სურთ, რომ ღვინო მთლიანად ექსპორტზე გაიტანონ.

ციბაკი ინტერვიუში ასევე ჰყვება, რომ სამხრეთ უკრაინაში მეღვინეობების ნაწილი, რომლებიც ხერსონთან ახლოსა არიან, ოკუპირებულია. ბეიკუში თავისუფალია, თუმცა გასულ კვირას სიტუაცია დაძაბული იყო, თავდასხმები გრძელდება მიკოლაევზე, რომელიც მათ მეღვინეობასთან ახლოსაა. „სიტუაციის გამო ყველა ვღელავთ, თუმცა ცხოვრება უნდა გავაგრძელოთ“ - ამბობს ციბაკი.

ღვინის ბოთლებზე ფასების ზრდა ამ ეტაპზე ევროპელი მეღვინეებისთვის მთავარი სირთულეა. ბოთლების ფასის ზრდაზე ნავთობის გაძვირებამ იმოქმედა. ამერიკაში ღვინის ბოთლების ფასი 20%-ით გაიზარდა. გასაკვირი არც ის იქნება თუ შუშის მიმწოდებლები დამატებით გადასახადს დააწესებენ, რადგან მათი დანახარჯიც იზრდება. ფასზე გავლენას ბუნებრივი აირის გაძვირებაც იქონიებს. ევროპის შემთხვევაში ფასები უფრო მეტად იზრდება, ვიდრე ამერიკაში. შუშის მიმწოდებელთა ნაწილი, ნავთობის გაძვირების გამო, ბოთლის ფასის გაორმაგებასაც ვარაუდობენ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული