შემოდგომაზე ყველას უყვარს სასიამოვნო, ახალ-ახალი არომატები. ამიტომაც, მაგალითად, ახალზელანდიური Marlborough Sauvignon Blanc თეთრი ღვინის ბაზარზე საკმაოდ შთამბეჭდავი, გამაგრილებელი და სასიამოვნოცაა, თუმცა, როდესაც საქმე მსოფლიოში საუკეთესო სოვინიონ ბლანებს ეხება, აქ ახალი ზელანდია Chateau Margaux-ს ან ლუარის საუკეთესო მამულებს ნამდვილად ვერ უწევს კონკურენციას.
Wine Searcher ყველაზე ხარისხიან და ძვირადღირებულ სოვინიონ ბლანებზე წერს. როგორც ვკითხულობთ, აქ ის ღვინოებია განხილული, რომლებიც საკმაოდ ბევრმა შეაფასა მაღალი ქულით. პირველ ადგილს Margaux-ს Pavillon Blanc იკავებს, რომელმაც შარშანდელი მეორე ადგილიდან პირველზე გადმოინაცვლა. ღვინო მხოლოდ სოვინიონ ბლანიდანაა დაწურული, მისი წარმოება შეზღუდულია, ხოლო კრიტიკოსების მუდმივი აღფრთოვანება ამ ღვინოზე მოთხოვნასაც ზრდის. როგორც ვკითხულობთ, ღვინის ფასი 300$-მდეა.
აღსანიშნავია, რომ 10 საუკეთესო სოვინიონ ბლანიდან 4 ავსტრიაში, შტაიერმარკის რეგიონშია წარმოებული. შტაიერმარკი (Steiermark) ასევე ცნობილი, როგორც შტირია (Styria), ავსტრიის სამხრეთით მდებარეობს და გრილი კლიმატით გამოირჩევა. რეგიონში ძირითადად თეთრ ღვინოებს აწარმოებენ, როგირიცაა Wessburgunder, Welschriesling, შარდონე და სოვინიონ ბლანი.
სიაში მეორე არის Weingut Tement-ის Ried Zieregg Sauvignon Blanc Grosse STK Lage. მიუხედავად იმისა, რომ Weingut Tement-ს მსოფლიო თეთრი ღვინოებით იცნობს, მცირე რაოდენობით წითელსაც აწარმოებენ. Ried Zieregg Sauvignon Blanc Grosse STK Lage-ს ძალიან ბევრი ჯილდო აქვს აღებული და ფასიც შედარებით ხელმისაწვდომი აქვს (50$). ამ ღვინის გასინჯვისას აუცილებლად იგრძობთ ციტრუსის ინტენსივობას, მოთიბული ბალახისა და სანელებლების ნოტებს.
მესამე ადგილიას Trockenbeeranauslese Sauvignon Blanc-ია, რომელიც შედარებით მაღალი მჟავიანობითა და ლიმნის ცედრის არომატებით ხასიათდება. ის Wine Searcher-ზე 95 ქულითაა შეფასებული.
მეოთხეზე ისევ Weingut Tement-ის საწარმოს შეხვდებით და ამჯერად IZ Ried Zieregg Sauvignon Blanc Reserve STK-ს, 95 ქულით, რომლის ფასიც შედარებით უფრო მაღალია, 113$. ის კონცენტრირებული არომატებით, დაბალანსებული გემოებით, ნაზი ტანინებითა და ხანგრძლივი დაბოლოებით ხასიათდება.
სტატიაში აღმოაჩენთ ასევე არგენტინულ, ამერიკულ, ნაპას ველის სოვინიონ ბლანებსაც, თუმცა კიდევ ერთხელ აღსანიშნავია, რომ შტაიერმარკის რეგიონი ამ კატეგორიის ღვინოში პირველ ადგილასაა. ჩამონათვალს სრულად Wine Searcher-ის გვერდზე გაეცნობით.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი