Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქველმოქმედო აქცია - „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხისთვის“

გაიხსნა ანგარიში, სადაც ყველა მსურველს შეეძლება ჩარიცხოს თანხა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.  გარდა ამისა, „ახალი ღვინის ფესტივალის“ ფარგლებში (რამდენიმე კვირის განმავლობაში) გაიმართება აქცია, საიდან შემოსული თანხაც მთლიანად ჩაირიცხება უკრაინის დახმარების ფონდში.

„ახალი ღვინის ფესტივალი 2022“ წელს 14 მაისს გაიმართება. ფესტივალს, ტრადიციულად, მთაწმინდის პარკი უმასპინძლებს. ფესტივალის მხარდამჭერია ღვინის ეროვნული სააგენტო და ქალაქ თბილისის მერია, საინფორმაციო მხარდაჭერას უზრუნველყოფს საიტი „მარანი“ (vinoge.com), ღვინის საინფორმაციო ცენტრი, რადიო უცნობი. ღონისძიების პარტნიორია მთაწმინდის პარკი, ღვინის ბარი ჯი.ვინო/G.Vino, ღვინის მაღაზიათა ქსელი “8000 მოსავალი“, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა და „ლეპერტი“.

ახალი ღვინის ფესტივალზე დაგეგმილი ამ საქველმოქმედო აქციისთვის სპეციალური სტიკერები შეიქმნა. ეს სტიკერები შეგხვდებათ იმ კომპანიების ღვინოებზე, რომლებმაც უკრაინის მხარდასაჭერად გახსნილ საქველმოქმედო ანგარიშზე თანხა უკვე გადარიცხეს. სტიკერის ღირებულება 7 ლარია და იგი ნებისმიერ კომპანიას შეუძლია შეიძინოს „ღვინის კლუბში“. სტიკერი ხუთშაბათიდან გაიყიდება და მისი გამოყენება უკვე შესაძლებელი იქნება ქსელში არსებული ნებისმიერი ღვინისთვის. ეს თანხა მთლიანად უკრაინელი ხალხის დახმარების ფონდში ირიცხება.

სტიკერიანი ღვინის შეძენის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად იღებთ მონაწილეობას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერ აქციაში. ქველმოქმედებაში ჩართვის სურვილის შემთხვევაში, ფესტივალზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის სტიკერიან ღვინოებზე უნდა გაამახვილოთ ყურადღება. იმედი გვაქვს, მალე ასეთი ღვინოები ფესტივალამდეც გამოჩნდება საქართველოს ღვინის ბარებსა და მაღაზიებში და მისი გაყიდვა ფესტივალის შემდეგაც გაგრძელდება.

დაგეგმილი აქცია ამ ეტაპზე მხოლოდ ღვინოსა და სხვა ალკოჰოლურ სასმელზე ვრცელდება.

უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად საბანკო ანგარიში უკვე გახსნილია. ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია - ფესტივალამდეც და ფესტივალის დასრულების შემდეგაც.

საქველმოქმედო აქციებთან დაკავშირებულ ყველა სიახლეს ჩვენი საიტისა და ფეისბუკ გვერდის საშუალებით შეგატყობინებთ. საქველმოქმედო აქციებით შეგროვებული თანხის რაოდენობა აუცილებლად გასაჯაროვდება. ცნობილი გახდება ის ფონდიც, რომელშიც თანხა გადაირიცხება.

იმედი გვაქვს, რომ უკრაინაში მალე დაისადგურებს მშვიდობა და უკრაინელები კვლავ შეძლებენ განაგრძონ მუშაობა ქვეყნის განვითარებისთვის.

საქველმოქმედო ანგარიშზე თანხის ჩარიცხვის სურვილის შემთხვევაში გამოიყენეთ შემდეგი საბანკო რეკვიზიტები:

GE89TB7844536080100014

საბანკო კოდი - TBCBGE 22

მიმღები: „ქართული მეღვინეობა უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად“ აიიპ ღვინის კლუბი.

ინფორმაციისთვის და სტიკერის შესაძენად დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 45, სართული 14, ღვინის კლუბი.

ყოველ სამუშაო დღეს, 11:00-დან 18:00-მდე.

მობ.: +995 598 30 86 88

E-mail: info@wineclub.ge

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული