Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ელის ფეირინგის ქართული ოდისეა წლის წიგნად აღიარეს

ელის ფეირინგის წიგნის პრეზენტაცია ახალი ღვინის ფესტივალის გახხსნაზე, 2016, 13 მაისი

ქართველი მკითხველისთვის უკვე კარგად ნაცნობი ავტორის, ღვინის მწერლის, ელის ფეირინგის წიგნი The Gourmand World Cookbook Awards–ის ლაურეატი გახდა. „ღვინის სიყვარულისთვის: ჩემი ოდისეა სამყაროს უძველესი ღვინის კულტურის ქვეყანაში“ (For the Love of Wine: My Odyssey through the World's Most Ancient Wine Culture), ასე ქვია წიგნს, რომლის პრეზენტაციაც წელს, თბილისში, ახალი ღვინის ფესტივალის გახსნაზე გაიმართა.

 „ღვინოზე დაწერილი წლის საუკეთესო წიგნი“–ს შესახებ პრემიის დამფუძნებელმა და პრეზიდენტმა, ედუარდ კუანტრომაც გააკეთა კომენტარი:  „ქართული ღვინის შესახებ შესანიშნავადაა დაწერილი, სადაც ღრმადაა შეფასებული მისი ღირებულებები, გამოწვევები და მსოფლიო ღვინის კულტურისთვის მისი მნიშვნელობა. ყველა, ვისაც ღვინის მიმართ ინტერესი აქვს, შეიყვარებს ამ წიგნს“. თავად ელის ფეირინგმა კი პირველი კომენტარი Twitter–ზე დატოვა.

ელის ფეირინგი წლებია ღვინოზე წერს და განსაკუთრებით „ნატურალური ღვინის“ მოძრაობის შესახებ დაწერილმა წიგნებმა გაუთქვეს მას სახელი. პირველ რიგში ესაა „შიშველი ღვინო“, Naked Wine, რომელიც ქართულადაც ითარგმნა (შეცვლილი სათაურით, „სრულქმნილი ღვინო“) და გამოვიდა 4 წლის წინ. მისი ბოლო წიგნი კი მთლიანად ქართულ ღვინოს ეძღვნება და იმედია ახლო მომავალში ქართულ ენაზეც ითარგმნება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული