Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

საქართველო კორეაში Daejeon Wine Expo-ზე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება

Daejeon International Wine Expo 2023 სამხრეთ კორეის ქალაქ დეჯეონში უკვე წლებია რაც იმართება. ფესტივალი 1969 წელს კორეაში პირველად მოყვანილი ვაზისა და ღვინის წარმოების აღსანიშნავად დაარსდა. აქ ყოველ წელს 10 000-მდე სხვადასხვა ღვინოს ნახავთ. გამოფენა მასპინძლობს Asian Wine Trophy-ს, ღვინის ფართომასშტაბიან დეგუსტაციებს და აზიის ღვინის მყიდველთა კონფერენციას, რომელშიც აღიარებული ღვინის ექსპერტები მონაწილეობენ. საქართველო კი წელს Daejeon International Wine Expo-ზე 3-დან 10 სექტემბრამდე საპატიო სტუმარი ქვეყანა იქნება. ღონისძიებაში ქვეყნიდან 15-ზე მეტი მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას, რაც მას Daejeon International Wine Expo-ს ისტორიაში ყველაზე დიდ დელეგაციად აქცევს. 

ქართველმა მწარმოებლებმა Daejeon-ის გამოფენაში პირველად მონაწილეობა 2021 წელს, პანდემიის ფონზე მიიღეს. საქართველოს ელჩმა სამხრეთ კორეაში, თარაშ პაპასქუამ განაცხადა, რომ უზარმაზარი პატივი და პრივილეგიაა წლევანდელ ფესტივალზე საპატიო ქვეყნად არჩევა: “ეს ჩვენთვის განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან ხელს უწყობს ჩვენს დიდ ძალისხმევას, კორეაში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობა ავამაღლოთ და მათ ჩვენი 8000 წლიანი მეღვინეობის უწყვეტი ტრადიცია უფრო უკეთ გავაცნოთ.” - აღნიშნავს ელჩი კორეულ მედიასთან დაუბრისას.

როგორც the wine Chronicle-ზე ვკითხულობთ, Daejeon Tourist Organisation-მა, დეჯეონში გამოფენის მთავარმა ორგანიზატორმა კომპანიამ, საქართველოს ღვინის ღვინის ეროვნულ სააგენტოს რეკომენდაცია გაუწია, რომ ProWein-ის გამოფენაზე მარტში გერმანიაშიც საპატიო სტუმარი ქვეყანა ყოფილიყო: “კორეული ბაზარი ჩვენთვის ძალიან დიდი პოტენციალის მატარებელია. ღონისძიებაზე ქვევრის ტექნოლოგიისა და საქართველოს  ასე აქტიურად წარდგენა ამ პოტენციალსა და კორეულ ბაზარზე ადგილის დამკვიდრების შანსს კიდევ უფრო ზრდის” - ვკითხულობთ სტატიაში. 

Daejeon International Wine EXPO 3-დან 10 სექტემბრამდე გაიმართება. 4 სექტემბრიდან 1 კვირის მანძილზე იქნება სხვა ქვეყნის ღვინოების ფესტივალი, 8 - 10-მდე კი სხვადასხვა ღონისძიება ჩატარდება. მათ შორის სემინარები, დისკუსიები, დეგუსტაციები. შეგახსენებთ, რომ გამოფენა Asia Wine Trophy-ის, აზიაში ყველაზე პოპულარული ღვინის კონკურსის, პარტნიორია. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული