Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

რუსეთის ბაზარზე მომუშავე იტალიური ღვინის კომპანიები სირთულეების წინაშე აღმოჩნდნენ

ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე იტალია როგორც რუსული, ისე უკრაინული ბაზრისთვის ღვინის მთავარ მიმწოდებელ ქვეყნად იქცა. აქედან გამომდინარე, რუსეთის უკრაინაში შეჭრა, ომის გამო დაწესებული ეკონომიკური სანქციები ყველაზე მეტად იტალიის ღვინის სექტორზე აისახა.

რუსეთის ბაზარზე ყველაზე ცნობილი და მოთხოვნადი ცქრიალა ღვინოა Asti Spumante, რომელსაც ჩრდილოეთ იტალიაში მცხოვრები მეღვინეები აწარმოებენ. საოჯახო ბიზნესის მფლობელები, მიმდინარე მოვლენების გამო, ახალ ბაზრებს ეძებენ. ამის შესახებ France 24 წერს.

 „რუსეთის უკრაინაში შეჭრამ ჩვენზე დიდი გავლენა იქონია“, ამბობს მარკო დოლიოტი, რომლის მამაც ტურინის მახლობლად, კასტელიონე ტინელაში ვენახებს ფლობს. „2017 წლიდან მოყოლებული უკრაინაში წლიურად 4000 ბოთლს ვყიდდით, ექსპორტის 80% Asti Spumante იყო. კარგი ბრუნვა გვქონდა, ამ მომენტისთვის კი ეს ბაზარი მთლიანად დაკარგულია.

პოპულარული ცქრიალა ღვინო უკრაინაში გასაგზავნად მზად იყო, როდესაც რუსეთი მეზობელ ქვეყანას თავს დაესხა. შეჭრის დღეს იმპორტიორები მშვიდად იყვნენ, ვერ წარმოიდგენდნენ რა კატასტროფა იქნებოდა. მეორე დღეს უკვე ყველაფერი ნათელი გახდა“.

1940-იან წლებში დოლიოტის ბაბუის მიერ დაარსებულს კომპანიას თავისი ღვინის თითქმის 40% ექსპორტზე გააქვს.

უკრაინის ომი ახლა 39 წლის დოლიოტის აიძულებს ახალი მყიდველების ძებნა დააჩქაროს და მთელი მსოფლიოს მასშტაბით გააფართოოს.

2021 წელს ცნობილი ცქრიალა ღვინის წარმოება პიემონტში 12%-ით გაიზარდა, ექსპორტირებული ბოთლების მეოთხედზე მეტი რუსეთსა და უკრაინაში გადიოდა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი ამბობს, რომ რუსეთის, უკრაინის და ბელორუსის ბაზრებზე გაყიდვები წელიწადში 14 მილიონ ბოთლს შეადგენდა.

ევროკავშირმა მარტში ძვირადღირებული პროდუქციის რუსეთში ექსპორტი აკრძალა, რაც ეკონომიკური სანქციების ნაწილია. მართალია, მსგავსი იტალიური კომპანიები ჩამონათვალში აღმოჩნდნენ, თუმცა მათი ღვინოებისთვის ეს სანქცია არაეფექტურია, ერთი ბოთლის საშუალო ღირებულება 5 ევროს შეადგენს, აკრძალვა მხოლოდ 300 ევროს და მეტი ღირებულების ღვინოებზე ვრცელდება.

აქედან გამომდინარე, მწარმოებლებისთვის მთავარი რისკი არა ექსპორტის შეუძლებლობა, არამედ რუსეთის გადახდისუუნარობა იქნება, სანქციების, SWIFT-დან რუსეთის მოხსნისა თუ რუბლის კოლაფსის გამო. ტრანსპორტირებაც მნიშვნელოვან პრობლემად  რჩება. ზოგიერთი იტალიელი ექსპორტიორი რუსეთისთვის ღვინის მიწოდებას მაინც განაგრძობს, ბელორუსის ან ლატვიის გავლით, იმ რუსული ბანკების საშუალებით, რომლებიც SWIFT-დან ჯერ არ მოუხსნიათ.

კიდევ ერთ საკითხია რუსეთიდან ისეთი ნედლეულის მიწოდების შეზღუდვა, რომელსაც იტალიელი მეღვინეები ბოთლისა თუ ღვინის სხვა ატრიბუტების დასამზადებლად იყენებენ. პრობლემა პანდემიის პერიოდში დაიწყო და ახლა გამწვავდა. ამის გამო გასულ კვირას ერთ-ერთი ღვინის მწარმოებელი კომპანია „ბაროლოს ბიჭები“ გაყიდვების შეწყვეტის პირას იყო მისული. ეს მეღვინეობა 1985 წელს დაარსდა, კომპანიას 2018 წელს  რუსეთთან პრობლემები უკვე ჰქონდა. მოსკოველ იმპორტიორს ფულის გათეთრება ედებოდა ბრალად, ამის გამო მან იტალიური კომპანიისთვის თანხის გადახდა ვეღარ შეძლო.

როგორი მომავალი ექნება იტალიურ ღვინოს უკრაინისა და რუსეთის ბაზარზე, ჯერ უცნობია. კონკრეტულ პოზიციას მეღვინეობები ჯერ არ აფიქსირებენ.

ამის პარალელურად ღვინის სექტორი უკრაინის მხარდაჭერას არ წყვეტს. კალიფორნიაში ნაპას ველის მეღვინეებმა დიდი ხანია რაც უკრაინის მხარდაჭერა დაიწყეს. 28 მარტიდან კი მათ ნაპას ველის ღვინის აკადემია (NVWA) შეუერთდა. ისინი არაკომერციულ ფონდ „მშვიდობის მზესუმზირას“ (Sunflower of Peace), რომელიც უკრაინელ ხალხს ეხმარება, მხარს დაუჭერენ. NapaValleyAcademy.com-ის მეშვეობით 26 მარტიდან 2 აპრილამდე ონლაინ გაყიდვებიდან შემოსული თანხა ფონდის ანგარიშზე გადაირიცხება.

საქველმოქმედო ღონისძიება იყო ჩიკაგოში, სადაც დამსწრეებს სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს სთავაზობდნენ. შემოსული თანხა კი უკრაინის დასახმარებლად გადაირიცხა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული