Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქვევრის ღვინის მე-3 საერთაშორისო სიმპოზიუმი იწყება

საქართველო ქვევრის ღვინის საერთაშორისო სიმპოზიუმის მესამე გამოშვებას უმასპინძლებს.

სიმპოზიუმი 6 სექტემბერს ოფიციალურად გაიხსნება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში, რომელსაც დაესწრებიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები. 7-8 სექტემბერს კი სიმპოზიუმი კახეთში, ალავერდის მონასტრის ტერიტორიაზე გაგრძელდება.

სიმპოზიუმში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალი ენოლოგები, ღვინის მაგისტრები, სომელიეები, ექსპერტები, ღვინის კრიტიკოსები, ჟურნალისტები და ენთუზიასტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან - აშშ-დან, კანადიდან, საქართველოდან, დიდი ბრიტანეთიდან და იტალიიდან. 

საპატიო სტუმრებს შორის იქნებიან ღვინის კრიტიკოსი და ცნობილი ტელეწამყვანი - ოზ კლარკი (დიდი ბრიტანეთი), ჟურნალ Wine International-ისა და International Wine Challenge-ის კონკურსის თანადამფუძნებელი - ჩარლზ მეტკალფი, ღვინის მაგისტრი - რობერტ ჯოზეფი და სხვები. 

სიმპოზიუმის სამეცნიერო ნაწილში განხილული იქნება ქვევრის ისტორიისა და ტექნოლოგიის საკითხები, ასევე, ქვევრის ღვინის აქტუალური გამოწვევები ღვინის სამყაროში. 

სიმპოზიუმის პროგრამა ითვალისწინებს, აგრეთვე, ქვევრის სკოლის პრეზენტაციას, ღვინის კომპანიების - „ბადაგონისა“ და „მეღვინეობა ხარებას“ საწარმოებისა და ვენახების დათვალიერებას, მასტერკლასებს ქვევრის ღვინისა და ქართული სამზარეულოს შეხამების თემაზე, ჩარლს მატკალფისა და რობერტ ჯოზეფის მოდერირებით. მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ ქართული ღვინის მრავალფეროვან არჩევანს - მცირე, საშუალო მარნებისა და დიდი მეღვინეობების პროდუქტებს.

ქვევრის ღვინის სიმპოზიუმი პირველად 2011 წელს გაიმართა, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. სიმპოზიუმის დამსახურებად მოიაზრება იუნესკოს მიერ ქვევრის ღვინისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება.

სიმპოზიუმის ინიციატორები არიან ამბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ღვინის ეროვნული სააგენტო და ასოციაცია „ქართული ღვინო“. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი



ძალიან ნიშვნელოვანი და სასიხარულოა ამ სიმპოზიუმის ჩატარება და დიდი მადლობა მათ ორგანიზატორებს!!! ამავდროულად, ვფიქრობთ, სიმპოზიუმში ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორ ბატონ თემურ ღლონტთან ერთად უნდა ვმონაწილეობდეთ საქართველოში ენოლოგიის სკოლის ფუძემდებლის, კახური ღვინის პირველი მეცნიერ–მკვლევარის, პროფესორ გიორგი ბერიძის სამეცნიერო სკოლის სხვა განმგრძელებლებიც. პატივისცემით, ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა მეღვინეობის მეცნიერ თანამშრომელი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული