გამოქვეყნებულია: 11 ივლისი, 2013 - 00:21
ძალიან დიდი ხანი მშრალად დაყენებული მეგრული ოჯალეში არ გამოჩენილა ქართულ ბაზარზე. ყურძენი ოჯალეშის საუკეთესო მიკროზონაში, მდ. ტეხურის ხეობაში, სოფ. თარგამეულშია დაკრეფილი ნოემბრის დასაწყისში. ახალი, ჟოლოსფერი ღვინოა, შედარებით მკრთალი, დახვეწილი გარეგნობით. ხალისიანი, ხილის სურნელებით იპყრობს პირველ ყურადღებას, სადაც პირველ რიგში მწიფე წითელ ალუჩას, წითელ ქლიავს, მცირედ კვამლისა და მცენარეულ ნოტებს გამოარჩევთ. დაბოლოებისას წინა პლანზე გამოდის ქონდრისა და სხვა ქართული სუნელების არომატი. სასიამოვნო, ხავერდოვანი ტანინებით გამოირჩევა ღვინო, საკმაოდ ხანგრძლივი დაბოლოება აქვს. მიაყოლეთ შემწვარი თხის ან ციკნის ხორცს, კარგი მეწყვილე იქნება შებოლილი სუგუნისთვისაც.
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თემა:
თქვენი კომენტარი