Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქარვისფერი ღვინის ნათელი მომავალი - wine industry advisor

ქარვისფერი ღვინო ბოლო პერიოდში სხვადასხვა ღვინის მწარმოებლებსა და ახალი თაობის მომხმარებლების ყურადღებას იზიდავს. მათ შორის არის ლანგედოკის ღვინის მწარმოებელი ჟერარ ბერტრანი, რომელიც ქარვისფერ ღვინოს "მეოთხე ფერს" უწოდებს და ამ კატეგორიას ახალ სიმაღლეზე აყენებს. ბერტრანი, რომლის "Villa Soleill-ს” ყველაზე მაღალი ქულა აქვს Orange Wine Masters-ის შეფასებაში, ქარვისფერი ღვინის სექტორში მნიშვნელოვან ძალად იქცა.

ბერტრანმა აღნიშნა, რომ ქარვისფერ ღვინოებს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა და სამი წლის წინ თავის გუნდს სთხოვა ბაზარზე არსებული ყველა "კარგი" ქარვისფერი ღვინის შესწავლა, რის შემდეგაც მან გადაწყვიტა, რომ რაღაცის შეცვლა იყო საჭირო: “ქარვისფერი ღვინო გამოირჩევა განსაკუთრებული ფერით. ღვინო განსხვავებულ ფერს იძენს თეთრი ვაზის ჯიშების კანში არსებული ფენოლებისა და ქიმიური ელემენტების დაშლის შედეგად. თუმცა, ეს პროცესი არ არის მარტივი და დიდი სიფრთხილეა საჭირო, რათა ღვინოს არ მიეცეს ზედმეტი სიმწარე და ტანინები.

იმისათვის, რომ შეექმნა სრულყოფილი ქარვისფერი ღვინო, ბერტრანმა ცელარში ექსპერიმენტაცია დაიწყო, იყენებდა სხვადასხვა ვაზის ჯიშებს და პროცედურებს, როგორიცაა კანთან ხანგრძლივი კონტაქტი, მთლიანი მტევნების დადუღება და სხვა. მისი მიზანი იყო არა მხოლოდ ფერის, არამედ გემოსა და ტექსტურის დახვეწა.

ბერტრანმა ასევე აღმოაჩინა, რომ ქარვისფერი ღვინოებისთვის ყველაზე შესაფერისი ყურძნის ჯიშებია Grenache Blanc, Viognier და Chardonnay, ხოლო Sauvignon Blanc არ არის შესაფერისი ამ პროცესისთვის. ამის შედეგად, ბერტრანის Orange Gold ბრენდი მოიცავს Grenache Blanc-ს, Viognier-ს და Chardonnay-ს, ასევე სხვა ადგილობრივ ლანგედოკის ჯიშებს.

ბერტრანი ექსპერიმენტებს ატარებდა ღვინის დაძველებაშიც, ამ პროცესისთვის იყენებდა სხვადასხვა მასალას, როგორიცაა უჟანგავი ფოლადი, ბეტონი, მუხა, ამფორა და ღვინის გლობუსები. მისი თქმით, ამგვარი ექსპერიმენტების შედეგად ქარვისფერ ღვინოებს დახვეწილი სტრუქტურა და უფრო კომპლექსური არომატები აქვთ.

როგორც ბერტრანი აღნიშნავს, ქარვისფერი ღვინოები შესანიშნავად ეხამება ყველაფერთს, განსაკუთრებით იმას, რომელთა შეთავსებაც სხვანაირად რთულია. ასევე, ძალიან უხდება აზიურ, ინდურ და პიკანტურ კერძებს. გარდა ამისა, იგი აღნიშნავს, რომ ქარვისფერი ღვინოები მიმზიდველია ბარებისთვისაც, რადგან მისი გამოყენება შესაძლებელია კოქტეილებშიც.

ბერტრანი ფიქრობს, რომ ქარვისფერი ღვინის მომავალი ნათელი და წარმატებული იქნება, რადგან ამ კატეგორიის მიმართ ინტერესი იზრდება არა მხოლოდ მომხმარებლების, არამედ ღვინის მწარმოებლების და გაყიდვების პროფესიონალების ინტერესის შედეგად.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული