Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო საფრანგეთის ნატურალური ღვინის გამოფენებზე Les Penitentes / La Dive Boutteille 2018

იანვრის ბოლოსა და თებერვლის პირველ რიცხვებში, საფრანგეთში, უკვე ტრადიციულად, ნატურალური ღვინის სამყაროში უმნიშვნელოვანესი გამოფენები Les Penitentes (ქალაქ ანჟეში) და La Dive Boutteille (ქალაქ სომურში) იმართება ხოლმე, სადაც წელს ქართულმა ქვევრის ღვინომ უკვე მერვედ მიიღო მონაწილეობა.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ამ გამოფენებზე ქართული ნატურალისტი მეღვინეები წარსდგენენ: - Gogo Wine/ Artanuli Gvino, იაგოს მარანი, მანდილი, კორტავების მარანი, ნიკოლაძეების მარანი, ხოხბის ცრემლები, ოქროს ღვინო, მარანი ლაგაზი.

Les Pénitentes გამოფენაზე, ორგანული და ნატურალური ღვინოების დაჭაშნიკება მხოლოდ ღვინის პროფესიონალებისთვის ეწყობა და ორგანიზებას მეღვინეები: Thierry Puzelat, René Mosse, Herve Villemade, Pierre Olivier Bonhomme უკეთებენ. აქ, ტრადიციულად, ცნობილი ნატურალური ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. წელსაც ქართულ სტენდს სახელოვანი ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი და ღვინის მწერალი ელის ფეირინგიც ეწვივნენ.

ღვინის კლუბი ესაუბრა კომპანია "მანდილის" დამფუძნებელს, მარინა კურტანიძეს, რომელმაც თავისი შთაბეჭდილებები გაგვიზიარა: "Les Pénitentes-ში ყოფნისას, ხვდები როგორ პატარავდება სამყარო, თუ ვინმეს იცნობ და გაგიგია ნატურალური ღვინის სამყაროში, ყველა ვნახეთ. ეს ერთი დიდი ოჯახია, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს, შეიძლება პირადად არა, მაგრამ როგორც კი იტყვი, რომელი ქვეყნიდან ხარ და რა ღვინო გაქვს, ყველაფერ გასაგები ხდება. გამოფენაზე ყველა იმპორტიორი იყო, ვინც ჩვენ აქამდე ვიცოდით და რა თქმა უნდა, ახლებიც".

La Dive Boutteille ყველაზე დიდი ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაც ცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან.

La Dive Bouteille-ზე, ღვინის დეგუსტაციების გარდა, მეღვინეები ერთმანეთს ხვდებიან და ეცნობიან. ბოლო წლებში მათი რიცხვი სულ უფრო იზრდება, შეხვედრები კი სულ უფრო ემოციური და მრავალფეროვანი ხდება. წელს აქ შეიკრიბებიან საოჯახო მარნები, ახალგაზრდა მოტივირებული ადამიანები ამერიკიდან, აფრიკიდან და ევროპიდან.

ასეთი მასშტაბისა და მნიშვნელობის გამოფენებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო, როგორც ღვინის სამშობლო უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს და ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიოს ყველა მნიშვნელოვან ბაზარზე ცნობილი გახდეს.

გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში, სპეციალიზებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მეღვინეობით სახელგანთქმულ საფრანგეთში 2017 წელს საქართველოდან 100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული