Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქვევრის ღვინო ლონდონში RAW WINE 2018-ზე

11-12 მარტს ლონდონში ბუნებრივი ღვინის საერთაშორისო გამოფენა RAW WINE (The Artisan Wine Fair) ტარდება, რომელშიც საქართველოდან ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები მონაწილეობენ. გამოფენას საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილიც დაესწრო.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით გამოფენაში წელს მონაწილეობენ: „გოცას ღვინო", „ბაბანეურის მარანი“, „ნათენაძის მარანი“, „შატო ხაშმი“, „მეღვინეობა ეთნო“, „ველინო“, „ნიკალას მარანი“, „ტიბაანი“.

გამოფენის ორგანიზატორი მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონია (საფრანგეთი).

გამოფენაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ქვევრის ღვინო, გაეცნონ ღვინის დაყენების უძველეს ტრადიციებს, ქვეყნის კულტურას და ისტორიას. ისევე როგორც გასულ წლებში, ქართულმა ღვინომ წელსაც გამოფენის სტუმრების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.

საქართველო RAW WINE-ში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც იძლევა პოტენციური იმპორტიორების მოძიების, ქვევრის ღვინის ფართო მასშტაბით წარმოჩენისა და გაცნობის შესაძლებლობას მეღვინეობის სფეროს წარმომადგენლებისთვის.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული