Home
ქართული | English
მაისი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
293012345
6789101112
13141516171819
20212223242526
272829303112

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ლოს-ანჯელესში, ნატურალური ღვინის გამოფენა Raw Wine-ზე

RAW Wine-ზე, ლოს-ანჯელესში გამართულ ნატურალური ღვინოების საერთაშორისო გამოფენაზე წელს ქართული 7 მარანია წარმოდგენილი. გამოფენა დღეს დასრულდება, 29 აპრილს, ორდღიან გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ქართული ღვინოების დაჭაშნიკებასთან ერთად ღვინის წარმოების უძველეს ტრადიციებსა და ტექნოლოგიას გაცნობოდნენ, ასევე ქართულ კულტურასა და ისტორიას: “ქართული ღვინის წარდგენა ამ გამოფენაზე ქვევრის ღვინის ცნობადობას ზრდის, რაც პოტენციური იმპორტიორებისა პოვნისა და ექსპორტის გაზრდის შესაძლებლობებს იძლევა”.

RAW Wine (The artisan Wine Fair) მსოფლიოში ერთ-ერთ გამორჩეულ გამოფენად ითვლება, სადაც მაღალი ხარისხის მხოლოდ ბუნებრივი ღვინის მწარმოებლები აცნობენ თავიანთ პროდუქტს ღვინის მოყვარულებს, იმპორტორებს, ექსპერტებსა და ღვინის მწერლებს. წელს გამოფენაში 120-მდე მწარმოებელი იღებდა მონაწილეობას 14 ქვეყნიდან, მათ შორის არგენტინიდან, ესპანეთიდან, ავსტრიიდან, ბელგიიდან, ჩილედან და ა.შ.

აღსანიშნავია, რომ 12-13 მაისს ლოს-ანჯელესის გამოფენის მონაწილე კომპანიები და ღვინის მეწარმეები მიიღებენ მონაწილეობას ტოკიოში იმავე ფორმატის გამოფენაზე RAW Wine Tokyo. ივნისის დასაწყისში კი ღონისძიება კოპენჰაგენში გაიმართება.

აშშ ქართული ღვინის ერთ-ერთი გამორჩეულად სტრატეგიული ბაზარია, სადაც გასული წლის მონაცემებით 900 000 ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. აშშ-ში ქართული ღვინის ექსპორტი გაიზარდა თითქმის 240%-ით 2012-2023 წლებში. კალიფორნიაში კი, კერძოდ Bay Area-ს წამყვან რესტორნებში განსაკუთრებით პოპულარულია  ქართული ქარვისფერი ღვინოები. RAW Wine Exhibition და სხვა მსგავსი ღონისძიებები ქართული ღვინის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის, რაც, ჩვენი ქვეყნისთვის ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანია. ახლა იმ ქართულ ღვინის კომპანიებს გაგაცნობთ, რომლებიც მონაწილეობას იღებენ Raw Wine-ის გამოფენაზე ლოს-ანჯელესში:

ანაპეა”

“გოცას ღვინო”

”იაგოს ღვინო”

”იბერიელი”

”მეღვინეობა მუშკუდიანი”

”პატარიძის რაჭული”

”ზურაბ კვირიაშვილის ვენახები”

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული