Home
ქართული | English
ნოემბერი 2022
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
31123456
78910111213
14151617181920
21222324252627
2829301234

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ზედმეტი ალკოჰოლი დიაბეტს იწვევს

ზედმეტი ალკოჰოლი რომ ორგანიზმს ვნებს, ყველასათვის ცნობილია. MountSinai-ის(ნიუ-იორკი) კლინიკის მეცნიერებმა კი დაადგინეს, რომ ალკოჰოლიზმმა შეიძლება დიაბეტი გამოიწვიოს, რადგან სპირტიანი სასმელი ორგანიზმში ინსულინს აქვეითებს.

მეცნიერებმა ცდები ვირთხების ორ ჯგუფზე ჩაატარეს. პირველი ჯგუფის მღრღნელებს 3 დღის განმავლობაში 3 გრამ ეთანოლს ასმევდნენ (ეს იგივეა, ადამიანმა 2 საათის განმავლობაში 4-5 ულუფა ალკოჰოლური სასმელი რომ დალიოს), მეორე ჯგუფისას კი – მხოლოდ მარილიან და შაქრიან წყალს. 8 საათში ვირთხების სისხლში ალკოჰოლი სრულად გაიწოვებოდა, თუმცა ინსულინისა და გლუკოზას თანაფარდობა ირღვეოდა. ამის შემდეგ მეცნიერებმა მღრღნელებს მისცეს გლუკოზა, რის შემდეგაც ორივე მაჩვენებელმა მოიმატა. ასეთი მაჩვენებელი კი ინსულინის უკმარისობაზე მიუთითებს და მეორე ტიპის (ტიპი 2) შაქრიან დიაბეტს იწვევს.  

© ღვინის კლუბი/Weekend

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული