Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინო ესპანეთში

რამდენიმე დღის წინ ესპანეთის ქალაქ ალიკანტეში, „ქართული კულტურის დღეების“ ფარგლებში, ქართული ღვინის დეგუსტაცია და პრეზენტაცია - „საქართველო - ღვინის აკვანი“ გაიმართა, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი გიორგი სიხარულიძე უძღვებოდა. დეგუსტაციას სომელიები, იმპორტიორები, სავაჭრო ქსელებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათ სხვადასხვა დასახელების ქართული ღვინო დააგემოვნეს და შეაფასეს.

„ქართული კულტურის დღეები“ ალიკანტეში ადგილობრივი დიასპორული ასოციაცია „საქართველოს რესპუბლიკა და ემიგრანტების“ ინიციატივით ჩატარდა. სხვადასხვა კულტურული ღონისძიება ალიკანტეს საგამოფენო ცენტრ “Plaza Seneca”-ში გაიმართა, რომელსაც ესპანეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტები და ადგილობრივი მცხოვრებლები დაესწრნენ.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული