Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინის პრეზენტაცია საბერძნეთში

2024 წლის 24 ნოემბერს ათენის უნივერსიტეტის ისტორიის მუზეუმში ქართული ღვინის პრეზენტაცია გაიმართა ღონისძიების ფარგლებში სახელწოდებით „ცივილიზაციის წარმოშობა იგარტონიდან“. ღონისძიება ორგანიზებული იყო ბერძნულ-ქართულ კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის, “პეგასოს მერანის” მიერ, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით საბერძნეთში.

ღონისძიება გახსნა საქართველოში საბერძნეთის ელჩმა, ლევან ბერიძემ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქართული ღვინის კულტურულ და ისტორიულ მნიშვნელობას. ელჩის თქმით, ქართული ღვინო არა მხოლოდ უძველესი ტრადიციისა და მრავალფეროვნების სიმბოლოა, არამედ თანამედროვე საერთაშორისო პლატფორმაზეც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

ღონისძიების განსაკუთრებული ნაწილი მიეძღვნა ქართველი და უცხოელი სპიკერების გამოსვლებს, რომლებმაც ქართული ღვინის უნიკალურობა კიდევ ერთხელ გააცნეს დამსწრეებს, რუსა ბანძელაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს თითოეული ღვინის რეგიონი გამოირჩევა კლიმატური და გეოგრაფიული თავისებურებებით, რაც ადგილობრივი ყურძნის ჯიშებს განსაკუთრებულ ხასიათს ანიჭებს, დევი ნაკაიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ქვევრის ტრადიციულ მეთოდზე, რომელიც არა მხოლოდ ღვინის დამზადების ტექნოლოგიაა, არამედ ქართული იდენტობის ნაწილი.სპიკერებს შორის იყო ნოელ ბროკეტი, ღვინის ისტორიკოსი და სომელიე. „ქართველები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობენ ტრადიციებისა და ბუნებრივი გზების შენარჩუნებას. ქვევრის მეთოდი, რომელიც 8,000 წელზე მეტს ითვლის, არა მხოლოდ უნიკალურ გემოს ქმნის, არამედ მაჩვენებელია, როგორ შეიძლება კულტურის, მიწის და ისტორიის შერწყმა ერთ ბოთლში. ეს არის ღვინო, რომელიც აერთიანებს დროს და სივრცეს.“

ღონისძიებას დაესწრო ბერძნული ღვინის კრიტიკოსი ნიკო მანესისი, რომელმაც აღნიშნა: ქართველი მეღვინეები ახერხებენ უძველესი ტრადიციების თანამედროვე ტექნოლოგიებთან გაერთიანებას. მათი ღვინო უნიკალური გამოცდილებაა, რომელიც ბალანსს ასახავს ტრადიციასა და ინოვაციას შორის.“

დეგუსტაციის დროს სტუმრებმა გამოკვეთეს კონკრეტული ღვინოების არომატული სიმდიდრე და განსაკუთრებულობა:

    •    Dakishvili Saperavi 2021 – ექსპერტებმა აღწერეს, როგორც ძლიერი, ღრმა და კომპლექსური ღვინო, რომელიც საქართველოს წითელი ღვინოების კლასიკური მაგალითია.

    •    Baia’s Wine Tsiska-Tsolikouri-Krakhuna 2023 – შეფასდა, როგორც ელეგანტური, მსუბუქი და არომატულად დახვეწილი ღვინო, რომელიც სრულყოფილად ასახავს დასავლეთ საქართველოს თეთრი ღვინოების ხასიათს.

    •    Giuaani Kindzmarauli 2022 – გამორჩეული იყო ტკბილი ნოტებით და ხილის დახვეწილი არომატებით, რაც ღვინის მცოდნეებმა იდეალურ ბალანსად შეაფასეს.

ბერძნულმა პრესამ, მათ შორის Allwinestories, ხაზი გაუსვა ქართული ღვინის განსაკუთრებულობას როგორც ისტორიული მემკვიდრეობის, ასევე გლობალური ღვინის ბაზრის თვალსაზრისით. ღონისძიების მასპინძლებმა აღნიშნეს, რომ ქართული ღვინო არა მხოლოდ სასმელია, არამედ ისტორიის, კულტურისა და მიწასთან კავშირის ცოცხალი გამოხატულებაა: "ქართული ღვინო უნიკალური ტრადიციების, არქაული ტექნოლოგიის და თანამედროვე მეღვინეობის ჰარმონიული შერწყმის ნათელი მაგალითია. დეგუსტაციაზე წარმოდგენილი ღვინოები ნამდვილი კულტურული საგანძურია, რომელიც მსოფლიო ღვინის რუკაზე საქართველოს გამორჩეულ ადგილს ანიჭებს.“

ეს ღონისძიება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და მისი კულტურული მნიშვნელობის წარმოჩენის გზაზე.

 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული