გამოქვეყნებულია: 3 მაისი, 2025 - 14:18
სტილი: წითელი მშრალი კლასიკური ღვინო
ადგილი: იმერეთი, ზესტაფონისა და ბაღდათის რაიონის სოფლები
ჯიში: ოცხანური საფერე
ალკოჰოლი: 12,5%
ფერი: შინდისფერი
სურნელი: ახალგაზრდა ოცხანურისთვის დამახასიათებელი მცენარეული და ხილის ტონები აქვს (ანწლი, ღოღნაშო, წვრილი ალუბალი)
გემო: მაღალმჟავიანი, მძლავრი ტანინების ახალგაზრდა ღვინოა, დასამახსოვრებელი გემოთი.
კერძი: ღორის მწვადი, ხბოს მწვადი, შემწვარი ბოსტნეული და ლობიო
მიტანის ტემპერატურა: 16–18°
© ღვინის კლუბი/vinoge.com
თქვენი კომენტარი