Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნორვეგია - მსოფლიოს ყველაზე უჩვეულო ღვინის რეგიონი

ცივ, უღიმღამო ამინდებსა და გრძელ ღამეებზე ყველას ალბათ პირველად სკანდინავიის ქვეყნები, მათ შორის კი ნორვეგია ახსენდება. მართლაც, ცივი კლიმატისა და მთიანი, უხეში ლანდშაფტის გამო ნორვეგია მეორე ყველაზე ნაკლებად მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა ევროპაში, რომლის ჩრდილოეთ ნაწილშიც მზე ნოემბრიდან იანვრამდე საერთოდ არ ჩანს. ამიტომაც, გასარკვირი სულაც არ არის, რომ ნორვეგია მსოფლიოს ღვინის მწარმოებელ ქვეყნებს შორის არასოდეს არ ჩანს.

ნორვეგიის კლიმატი შეიძლება არც ისე უხდება ვენახს, თუმცა ქვეყანა ევროპაში ლუდისა და სხვა ალკოჰოლური სასმელების მთავარ მომხმარებელთა შორისაა. ლუდი და არაყი ის ალკოჰოლური სასმელებია, რომლებიც ნორვეგიაში საკმაოდ დიდი რაოდენობით იწარმოება. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსი კი ნორვეგიული არაყია, რომელსაც რამდენიმე საკმაოდ ცნობილი მწარმოებელი ხდის. თუმცა ამ სტატიაში ჩვენ ნორვეგიულ ლუდსა და არაყზე კი არა, ღვინოზე ვისაუბრებთ, ნორვეგიელებზე, როგორც ღვინის მოყვარულებზე, მათ რჩეულ ღვინოსა და ცოტაოდენ ღვინის წარმოებაზე. ღვინის მცოდნე, ჯენსის რობინსონი თავის გამოცდილებას უზიარებს მკითხველს. როგორც ის გვიამბობს, წლების განმავლობაში ღვინო ბევრი ნორვეგიელისთვის თანდათან უფრო მნიშვნელოვანი გახდა, თუმცა, თან ზოგი რამ, ერთი შეხედვით, უჩვეულოცაა. ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი ღვინო როკმუსიკოსის მიერ იწარმოება, რომელიც ასევე ედვარდ მუნკის მუზეუმის კურატორი იყო.

ღვინის გაყიდვა ნორვეგიაში - მაღალი და კიდევ უფრო მაღალი ფასი

სკანდინავიის უმეტეს ქვეყნებში, ასევე ნორვეგიაში ალკოჰოლური სასმელების მხოლოდ ერთი საცალო მოვაჭრეა.  როგორც Systembolaget შვედეთში, Alko კი ფინეთში, ნორგვეგიის მონოპოლისტ Vinmopolet-ს საკმაოდ დიდი გადასახადები აქვს დაწესებული ალკოჰოლზე (ამის მიზეზი, როგორც ავტორი აღნიშნავს, სიმთვრალის თავიდან აცილების სურვილია). ნორვეგიაში დაწესებულია საბაზისო გადასახადი 54P ყოველ ერთ ღვინის ბოთლზე, რასაც კიდევ ემატება მთლიანი გადასახადის 22%. თუმცა შვედეთისა და ფინეთისგან განსხვავებით ნორვეგიას ამ დაწესებული გადასახადების შესახებ აქვს ლიმიტი, ძირითადი ღვინოებისთვის ზედნამატი ფასი 8,36 ფუნტს არ უნდა აღემატებოდეს, მაღალი ფასის ღვინოებისთვის კი ეს თანხა 19 ფუნტს უდრის. სტივენ ფულკერი ხსნის, რომ ასეთი სტრუქტურის გამო, იაფი ღვინოები შედარებით უფრო ძვირი ხდება, მეორეს მხრივ კი, ჯამური მარკირების ლიმიტის გამო, "ძვირადღირებული" ღვინის ღირებულება პროპორციულად დაბალია. ამიტომაცაა, რომ ღვინის მოყვარულები მსოფლიოს საუკეთესო ღვინოებს, როგორიცაა, მაგალითაც Domaine de la romanee Conti, ათასობით ფუნტი სტერლიგის ნაცვლად 1200 ფუნტად ყიდულობენ, რაც ბრიტანეთში გასაყიდი ღვინის ფასის მხოლოდ მეოთხედია.

ღვინის მოხმარება ნორვეგიაში

1980-2010 წლებში ღვინოს მოხმარება ერთ სულ მოსახლეზე ნორვეგიაში 3-ჯერ გაიზარდა. იზრდება ღვინის მწერლებიც რაოდენობა, ავტორი წერს, რომ ქვეყანაში 20-მდე ღვინის მწერალი ცხოვრობს, რომლებსაც საკუთარი ჟუნალები და ვებსაიტები აქვთ. ღვინის კლუბს კი, Norske Vinklubbers Forbund-ს 4000 წევრი ჰყავს. ავტორი ნორვეგიელების რჩეულ ღვინოზეც წერს: „რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, რომ მათი საყვარელი ღვინო სხეულიანი, მძიმე, მშრალი წითელი იქნებოდა, თუმცა შევცდი, როგორც ჩანს, განსაკუთრებით გერმანული რისლინგი მოსწონთ“. ნორვეგიელებს მაღალმჟავიანი ღვინოებიც მოსწონთ, ძალიან პოპულარულია ინგლისური ცქრიალა ღვინოებიც. როგორც ჩანს, ინგლისის 90 მწარმოებლის ღვინო იმპორტირდება ქვეყანაში.

ნორვეგიაში საუკეთსო ცქრიალა ღვინოდ მიჩნეულია Komorebi 2022, ყურძენი ადრეული მომწიფების, დაავადებისადმი მდგრადი ვაზის ჯიშისგანაა დამზადებული ( Solaris), რომელიც კრისტიანსენდის ქალაქთან ახლოს, ნორვეგიის სამხრეთით მოჰყავთ. ღვინის მწარმოებელია ჯონ რეიდარი, მთლიანობაში 2000 ძირი ვაზი აქვს დარგული.

ნორვეგიის ღვინის მწარმოებელთა ასოციაციას 150 წევრი ჰყავს, გამოკითხვის თანახმად კი 9000 ვაზის ძირზე მეტი არავის ჰყავს გაშენებული. ამ დროისთვის ნორვეგიული ღვინსი მხოლოდ ორი მწარმოებელია საკმარისად გამოცდილი იმისთვის, რომ Vinmopolet-ში გაყიდოს ღვინო. დანარჩენებს უფლება აქვთ, რომ რესტორნებში შეიტანონ თავიანთი პროდუქცია, სადაც მხოლოდ ჭიქით თუ გაყიდიან მას, რისთვისაც ასევე ლიცენზია უნდა ჰქონდეთ. Vinmopolet-ის 347 მაღაზიაა ნორვეგიაში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ერთი ოფიციალური მოვაჭრეა, ქვეყანას 750 იმპორტიორი ჰყავს. იმპორტიორების ძირითადი არეალი კი სარესტორნო სივრცეა.

რაც შეეხება მუნკის მოყვარულ მუსიკოსს: სიგურდ ფონგრავენი Satyricon-ში უკრავს. მისი ღვინის ბრენდს კი Wongraven ჰქვია, რომელიც იმდენად წარმატებული გახდა, რომ ნორვეგიის უმსხვილესმა ღვინის კომპანიამ Vingruppen-მა (მას ნორვეგიული ღვინის ბაზრის მეხუთი უჭირავს) ბრენდის 90% შეიძინა დაახლოებით 4მლნ ფუნტად.

ნორვეგიელი ღვინის მოყვარულების არჩევანი

Carl Loewen, Maximin Herrenberg 1896 Riesling trocken 2022 Mosel (12.5%) £135 per case of 6 ib Justerini & Brooks

Heymann-Löwenstein, Hatzenporter Kirchberg Riesling Grosses Gewächs 2022 Mosel (12.5%) £156 per case of 6 ib Howard Ripley

Schloss Lieser, Lieser Niederberg Helden Riesling Grosses Gewächs 2022 Mosel (12%) £174 per case of 6 ib Howard Ripley

Schloss Lieser, Wehlener Sonnenuhr Riesling Grosses Gewächs 2022 Mosel (12.5%) £174 per case of 6 ib Howard Ripley

Heymann-Löwenstein, Winninger Röttgen Riesling Grosses Gewächs 2022 Mosel (12.5%) £192 per case of 6 ib Howard Ripley

Knewitz, Nieder-Hilbersheimer Steinacker Riesling Grosses Gewächs 2022 Rheinhessen (13%) £213 per case of 6 ib Howard Ripley

Emrich-Schönleber, Monzinger Halenberg Riesling Grosses Gewächs 2022 Nahe (12%)

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.