Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ღვინოების მორიგი წარდგენა RAW London 2017–ზე

12-13 მარტს, ლონდონში ბუნებრივი ღვინოების ერთ–ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი საერთაშორისო გამოფენა, RAW London (The Artisan Wine Fair London) ჩატარდა, სადაც ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებელი 6 კომპანია მონაწილეობდა: “გოცას მარანი”, “ნათენაძის ღვინის მარანი“, „ფაფრის ველი“, „ნაოტარი“, „ტიბაანი“ და „გაიოზ სოფრომაძის მარანი“.

გამოფენის ორგანიზატორია მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი, საერთაშორისო ღვინის მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი (საფრანგეთი).

როგორც ყოველთვის, წელსაც დიდი იყო ინტერესი ქართული ტრადიციული, ქვევრის ღვინისადმი, მოსულ სტუმრებს საშუელაბ ეძლეოდათ არამხოლოდ დაეგემოვნებინათ ღვინო, არამედ გაცნობოდნენ  ღვინის დაყენების ტრადიციულ მეთოდებს, ქვეყნის კულტურასა და ისტორიას.

ქართველი მეღვინეები ყოველთვის ამბობდნენ, რომ გასულ წლებში ამ გამოფენამ მათ არაერთი მნიშვნელოვანი ექსპორტი შესძინა. ასე იყო წელსაც.

საქართველო გამოფენაში 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც შესაძლებლობას იძლევა, ექსპორტზე გასვლის გარდა, ფართოდ წარმოაჩინო ტრადიციული ქართული ღვინო და გაზარდონ საერთაშორისო ცნობადობა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული