Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ნახევრად ტკბილი თეთრი ღვინის ბაზარი შესამჩნევად იზრდება

ამ კატეგორიის ღვინოში არის სიტკბოსა და მჟავიანობას შორის ისეთი ბალანსი, რაც სასიამოვნო გემოს ქმნის. შაქრიანობისა და მჟავიანობის pH თანაფარდობა დაბალია, რაც იმას ნიშნავს, რომ სიტკბოს აწონასწორებს მჟავიანობა, ეს კი ღვინოში ზედმეტად ტკბილ გემოს უშლის ხელს.

The Compound Annual Growth Rate (CAGR) 6.1% მიუთითებს ნახევრადტკბილი თეთრი ღვინის გლობალური ბაზრის საშუალო წლიური ზრდის ტემპზე 2024-დან 2030 წლამდე. მოსალოდნელია, რომ ის 2030 წლის ბოლოსთვის 5706.3 მილიონ აშშ დოლარს მიაღწევს, 2023 წელს 3700 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებიდან.

ზრდის ეს ტემპი ნიშნავს მოთხოვნის სტაბილურ ზრდას ნახევრად ტკბილ თეთრ ღვინოებზე, რაც გამოწვეულია ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა მომხმარებელთა პრეფერენციების შეცვლა. ნახევრადტკბილი თეთრი ღვინის წამყვანი ბაზარი ევროპაა. მომხმარებელი არჩევანს დაბალი ალკოჰოლური შემცველობის ღვინოებზე აკეთებს, რამაც განაპირობა ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოების პოპულარობა.

ნახევრადკტბილი თეთრი ღვინოების ბაზარზე რამდენიმე ძირითადი მწარმოებელია, როგორიცაა E & J Gallo Winey, Constellation Brands, Treaasury Wine Estates და Accolade Wines. ეს კომპანიები საკმაოდ ფართო ასორტიმენტს სთავაზობენ ნახევრატკბილი ღვინოების მომხმარებლებს. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის მაღაზიები, ბარები და “ბუტიკები” კვლავ აქტუალურია, ძალიან პოპულარული გახდა ონლაინ მაღაზიებიც, როგორიცაა Amazon, Wine.com, ViVino და ა.შ. ღვინის ონლაინ გვერდები განსაკუთრებით მოთხოვნადი.

ევროპა დომინირებს ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი და იტალია. ჩრდილოეთ ამერიკაც ნახევრადტკბილი თეთრი ღვინოების ერთ-ერთი მთავარი ბაზარია. თეთრი ნახევრადტკბილი ღვინის ყველაზე სწრაფი ზრდა კი აზიაშია მოსლოდნელი, რადგან მოთხოვნა განსაკუთრებითაა გაზრდილი ჩინეთში, იაპონიასა და ინდოეთში. ინტერესი მზარდია შუა აღმოსავლეთსა და ლათინურ ამერიკაშიც. 

Fact.MR-ის ანგარიშის მიხედვით 2016 წლიდან 2020 წლამდე ზოგადად თეთრი ღვინის ბაზარი 36 მლრდ. დოლარით გაიზარდა. მწარმოებლები უფრო და უფრო მეტ ექსპერიმენტებს ატარებენ, სწორედ ამიტომ, თეთრი ღვინის ინდუსტრია ცვლილებებს განიცდის. მსოფლიოში გაზრდილია თეთრი ღვინის ყოველდღიური მოხმარებაც, რაც კიდევ უფრო თვალსაჩნოს ხდის მის სამომავლო წარმატებას ღვინის გლობალურ ბაზარზე. 

 © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული