Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ქართული ქარვისფერი ღვინით ინსპირირებული ამერიკული მარანი

ჩრდილოეთ მიჩიგანში საწარმო Mari Vineyards 2020 წელს Bestiary Ramato-ს შექმნისას ქართული მეღვინეობის უძველესი ტექნოლოგიით ყოფილა ინსპირირებული: "გარდა იმისა, რომ ქარვისფერ ღვინოს არაჩვეულებრივი არომატები და დაბალანსებული გემო აქვს, ის პინო გრიჯიოს შესაძლებლობებსაც უკეთესად გამოხატავს, რომელიც ხშირად არ განიხილება, როგორც კომპლექსური ყურძენი”. - აღნიშნავს ბონი ჰარდინი, Mari Vineyards-ის გაყიდვებისა და მარკეტინგის კოორდინატორი: “არ გამიკვირდება, რომ თანდათან უფრო და უფრო მეტმა ადამიანმა დაიწყოს ამ უძველესი ტექნოლოგიით ღვინის წარმოება და ხელი შეუწყონ ამ სტილის აღორძნებასა და გაცოცხლებას” - დასძენს ჰარდინი. 

სტატიაში ავტორი ქარვისფერ ღვინოზეც წერს, მის არომატებზე, შეფერილობასა და დაყენების მეთოლოგიაზე: “თეთრი ღვინო წიპწებთან კონტაქტის გამო ქარვისფერ შეფერილობას იღებს და უკვე ათასობით წელია საქართველოში ის ამ ტექნოლოგიით იწარმოება. თუმცა ეს შედარებით ახალია ჩრდილოეთ მიჩიგანში, სადაც North Vineyard & Winery, Black Star Farms, Nathaniel Rose, Mari Vineyards და Shady Lane Cellars-ის მეღვინეები სხვადასხვა ყურძნითა და მაცერაციის პერიოდებით ატარებენ ექსპერიმენტებს”. 

სტატიაში ვკითხულობთ  Bestiary Ramato-ს კერძებთან შეხამების სხვადასხვა ვარიანტებსაც. როგორც ჩანს, ღვინო ძალიან უხდება ბრიუსელის კომბოსტოს სალათსა და მწვანე ლობიოს ბეკონით. ჰარდინი დასძენს იმასაც, რომ დაბალანსებული მჟავიანობითა და ტანინებით ეს ღვინო უხდება ისეთ კერძებსაც, როგორიცაა ინდაური, ასევე ბრინჯი ნიგვზითა და ჩირით: “ეს ყველაფერი ღვინოს არომატებსა და ტექსტურას უფრო აშკარად და მკაფიოდ გამოხატავს” - ვკითხულობთ Mynorth-ის სტატიაში. 

Mari Vineyards ჩრდილოეთ მიჩიგანში ღვინის საწარმოა, სადაც ძირითადად ღვინოს იტალიური ყურძნისგან აყენებენ. მათ ქარვისფერ ღვინოს, Bestiary Ramato-ს ახასიათებს ჩაისა და ხილის მსუბუქი ნოტები. ღვინოში მიხაკის, ბროწეულისა და ტროპიკული ხილის არომატებსაც შეამჩნევთ და საბოლოოდ კი არც ისე ძლიერი ტანინებითა და მჟავიანობით გარმოჩეული ღვინო ნამდვილად სასიამოვნოდ დაგამახსოვრებთ თავს. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული