Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ლიკა ბზეკალავას სექტემბრის თვის 5 რჩეული ღვინო

ჩემთვის, ლიკა ბზეკალავასთვის ღვინო ფიქრის, თავისუფლების და ემოციების საგანია, იგი მრავალფეროვანი პროდუქტიაამიტომ მასზე საუბარიც ამოუწურავია. ბევრი მეკითხება: რომელია შენი საყვარელი ღვინო? ერთი შეხედვით მარტივი შეკითხვა, ჩემთვის ყველაზე რთული, პასუხგაუცემელი კითხვაა, მაგრამ ამჯერად მინდა გიამბოთ იმ ხუთ ღვინოზე, რომლებმაც ეს თვე საინტერესო მოსაყოლ ამბებად აქციეს.

ოცხანური საფერე, ცინოს ღვინო, 2018

ოცხანური საფერე ერთ-ერთი გამორჩეული ჯიშია ჩემთვის. მახსოვს პირველად მისმა ინტენსიურმა შეფერვამ მომხიბლა, შემდეგ გავიგე, რომ ნაკლებად შეფერილი წითელი და ზოგჯერ თეთრი ღვინოების ფერის გასაუმჯობესებლადაც იყნებდნენ ამ თვისების გამო.ძალიან მომინდა ბევრი, საინტერესო ნიმუში გამესინჯა, სულ ცოტა ხნის წინ კი „ცინოს ღვინოს“ ოცხანური საფერე აღმოვაჩინე. იგი უდავო ფავორიტად იქცა გასინჯვისთანავე, ოცხანურისთვის დამახასიათებელი ველური კენკრის არომატებით, რომელსაც თან სდევს სანელებლების ტონები. სასიამოვნო მჟავიანობის, ხანგრძლივი დაბოლოებისა და სრულსხეულიანი, ჰარმონიული ღვინოა. ოცხანურის მოყვარულებს განსაკუთრებულად გაგაოცებთ.

ალექსანდროული, ბიმბილი, 2019

წითელი ღვინოები ძირითადად ცივ, სუსხიან დღეებთან ასოცირდება, თავიანთი სხეულიანობიდან გამომდინარე, თუმცა ყოველთვის ეგრე როდია. ნაზი, დახვეწილი და მსუბუქ სხეულიანი, ისეთი როგორიც ბიმბილის საოჯახო მეღვინოების ალექსანდროულია, ძალიან სასიამოვნოა ზაფხულის საღამოებისთვის. ამ ლალისფერი შეფერილობის ღვინომ თავისი შინაარსიანობით მომხიბლა. ჟოლოს, ველური მარწყვისა და ვარდის არომატებით მდიდარს, გემოზეც იგივე კომპლექსურობა მიჰყვება. თუ რაჭაში ერთხელ მაინც ყოფილხარ, ამ ღვინის დაგემოვნების შემდეგ კიდევ უფრო მიხვდებით მის რაჭულ ხასიათს.

ცოლიკაური, ლაბარა, 2020

ჩემთვის ღვინო შემდგარია,როცა მას შეფუთვაც დახვეწილი და ესთეტიური აქვს. ეტიკეტით ღვინის შეფასება ყოველთვის არ ამართლებს მოლოდინებს, თუმცა, ვფიქრობ, მაინც დიდი საზრუნავი უნდა იყოს მეღვინისთვის მისი ღვინის შეფუთვა. ეტიკეტზე იმიტომ დავიწყე საუბარი, რომ ღვინომ, რომელზეც უნდა გესაუბროთ, პირველად ეტიკეტით მიიქცია ჩემი ყურადღება. მეღვინეობა „ლაბარა“ , რომელიც თურმე მზიან ადგილს ნიშნავს და რომლის ეტიკეტზეც მზე-კაცია გამოსახული, ძალიან საინტერესო სურათს ჰქმნის, კარგ მოლოდინებს აჩენს ღვინოზეც. ეს ღვინო ქვევრის ცოლიკაურია - ოქროსფერი ელფერით, ჯიშისთვის გამოხატული ტიპური გემოთი და არომატით, სადაც ციტრუსოვანი და ტროპიკული ხილის არომატი ჰარმონიულად ეწყობა სიტკბოს, მჟავიანობას და ალკოჰოლს. ვფიქრობ, ეს ღვინო დასავლეთის მაღალხარისხიანი მეღვინეობის კარგად გამოხატული ნიმუშია.

კახური მწვანე, ბარბალეს მარანი, 2020

კახური მწვანე ერთ-ერთი ყველაზე არომატული ჯიშია და ყოველთვის დიდი მოლოდინებით ვარ განწყობილი ამ ჯიშის მიმართ. ბოლოს „ბარბალეს მარნის“, კლასიკური ტექნოლოგით დამზადებულმა კახურმა მწვანემ ახალ ზელანდიაში, სოვინიონ ბლანთან ახლოს მამოგზაურა თავისი პიკანტური, უამრავი სუფთა, ცოცხალი არომატით - მწვანე ვაშლის, გრეიპფრუტის, ახლად მოჭრილი ბალახის, მინერალური ნოტებით და გამყოლი გემოთი მდიდარი ეს ღვინო საინტერესო ნიმუშია იმისა, რომ ჩვენთან, არა მხოლოდ ქვევრის ღვინო, არამედ კლასიკური ტექნოლოგიაც ძალიან დახვეწილია.

ჩხავერი, შარაშიძის მეღვინეობა, 2018

ჩემთვის ჩხავერი გურიის სიმბოლოა, მისი გასინჯვისას სხვანაირად ამაყი ვარ. სამწუხაროდ, დიდად განებივრებული არ არის ჩვენი ღვინის ბაზარი ჩხავერის ნიმუშებით, თუმცა დღეს უფრო მეტი არჩევანია, ვიდრე რამდენიმე წლის წინ. ამ თვის რჩეული ვარდისფერი ჩხავერია, რომელიც შარაშიძის საოჯახო მარნიდანაა, ჩოხატაურის ვენახებიდან. ზოგადად როზეზე ბევრის თქმა შეგვიძლია მისი ფერიდან გამომდინარე, ამ ნიმუშის მუქმა ლალისფერმა შეფერვამ, მაფიქრებინა, რომ წინ ჩამტკბარი ჯემები მელოდა წინ, რომელიც გასინჯვისთანავე გამართლდა. იგი მარწყვის მურაბის ინტენსიური არომატით გამოირჩევა, რომელსაც ერთვის კენკრის ტონებიც. მსუბუქ სხეულსა და მჟავიანობას სასიამოვნო ბალანსში მოჰყავს ღვინოში არსებული ნარჩენი შაქარი, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის მას. ემოცია, რომელიც ამ ღვინომ დამიტოვა, დიდხანს გამყვება თან.

პუბლიკაციის პარტნიორია ღვინის მაღაზია-ბარი 8000 მოსავალი

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული