Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კრაკოვში ქვევრის ღვინის დეგუსტაცია გაიმართა

ანდრეი ვოინას (Andrzej Wojnar) ფოტოები 

23 ივნისს კრაკოვის მაღალი კლასის ერთ-ერთ ღვინის ბარში - Lipowa 6F/ Krakó Slow Wines - ქართული ქვევრის ღვინის დახურული დეგუსტაცია გაიმართა. ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა და მას ესწრებოდნენ მხოლოდ პროფესიონალები - ღვინის იმპორტიორები, დისტრიბუტორები, ჟურნალისტები, ბლოგერები და სხვ. 

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო შემდეგ ღვინოები: რქაწითელი 2013 - თბილვინო, რქაწითელი (გლეხური) 2012 - თელიანი ველი, ჩინური 2013 - იაგო ბიტარიშვილი, კრახუნა 2013 - ლაგვინარი, ქისი (ვინოტერა) 2012 - შუხმან ვაინს ჯორჯია, ხიხვი 2014 ჭოტიაშვილის ვენახები, რქაწითელი 2013 - ციხელიშვილის მარანი, მწვანე (სატრაპეზო) 2011 - თელავის ღვინის მარანი, ოცხანური საფერე-ცოლიკოური 2014 - კვალითი, საფერავი 2010 - ჩელთი.

დეგუსტაციას პერსონალურად სტუმრობდნენ ბექა გოცაძე (გოცას საოჯახო ღვინო), რომელმაც პოლონელ პროფესიონალებს წარუდგინა 2013 წლის მწვანე (ბაბანეურის ველი), ქისი (ბაბანეურის ველი) 2013, ჩინური (მუხრანის ველი) 2013, საფერავი (ბაბანეურის ველი) 2013 და ნიკა ბახია (ნიკას მარანი), რომლის ღვინოებიდან დეგუსტაციაზე დააგემოვნეს საფერავი 2013, ნიკა ნიკა 2014, რქაწითელი 2014, 2013 და ჭაჭა. 

როგორც დეგუსტაციის ორგანიზატორი, ღვინის სპეციალიზებული მედიის - Vinisfera ხელმძღვანელი და მთავარი რედაქტორი, მარიუშ კაპჩინსკი (Mariusz Kapczynski) ღვინის საინფორმაციო ცენტთან საუბარში აღნიშნავს, „ეს იყო უნიკალური დეგუსტაცია, რადგან პირველად პოლონეთში გაჩნდა ქვევრის ამდენი სხვადასხვა ღვინის დეგუსტაციის შესაძლებლობა. ეს უდიდესი ქართული ტრადიციაა და თითოეულ ღვინოს, მართლაც, ავთენტური და მომხიბლველი სტილი აქვს. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, მიეღოთ ბევრი დადებითი ემოცია. ბექასა და ნიკას მარნების პრეზენტაციები ფანტასტიკური იყო, რასაც ახლდა ქვევრის მეთოდის  ფილოსოფიის, ტექნოლოგიისა და სხვა საკითხების შესახებ საუბრები. ისინი გონიერი ადამიანები და ღვინის ნამდვილი ოსტატები არიან! დიდი იმედი მაქვს, მსგავს დეგუსტაციას პოლონეთის სხვა ქალაქებშიც გავიმეორებთ.“

როგორც მოგეხსენებათ, პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთი ყველაზე მზარდი და სტრატეგიული ბაზარია. ქართული ღვინის მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში ღვინის ეროვნული სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს პოლონეთში როგორც ცალკეულ პროფესიონალებთან, ისე - ტელე- და ბეჭდვით მედიასთან. მიმდინარე წლის განმავლობაში პოლონეთში შვიდი ასეთი დეგუსტაციაა დაგეგმილი. 

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

 



დავესწარი საოცარი ქართული ქვევრის ღვინოების დეგუსტაციას პოლონეთის ქალაქ კრაკოვში. ქართველმა მეღვინეებმა ჩამოიტანეს 20 მეტი დასახელების სხვადასხვა მეღვინეების წითელი და თეთრი ღვინობი. მოკლედ რომ გითხრათ და გაგახაროთ ძვირფასო თანამემამულენო ქართული ღვინის ბედი და მომავალი ვაჟკაცი კაცების ქართველი მეღვინეების ხელშია....ერთი მეორეზე უკეთესი,ღმერთების ნექტარი,ბალზამი არა მარტო სხეულის არამედ სულისთვისაც კი.... მოკლე ხანში დავწერთ მთელ ანგარიშს .... პატ.დ.გ.

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული