Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

კალიფორნიის ღვინის სიმპოზიუმი - აქტუალური ტენდენციები ღვინის ინდუსტრიაში

ბოლო ღვინის სიმპოზიუმს, რომელიც კალიფორნიაში ჩატარდა, 12 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. ყურადღება განსაკუთრებით წითელი ღვინის მწარმოებლებზე გაამახვილეს. ჯეფ ბიტერმა, ამერიკული ღვინის ინდუსტრიის ერთ-ერთმა თვალსაჩინო ფიგურამ, განსაკუთრებით მკაცრი შეხედულება გამოთქვა და მევენახეებს ურჩია, წითელყურძნიანი ჯიშების წარმოებისთვის კიდევ ერთხელ გადაეხედათ. ახსენა ისიც, რომ წითელი ღვინის ბაზარზე გატანა ნელ-ნელა არც თუ ისე საიმედო ხდება. ეს რეკომენდაცია მსოფლიოში ღვინის მოხმარების შემცირებას ეხება, რაც განსაკუთრებით აქტუალური შეერთებულ შტატებშია. იქ თეთრი ღვინოები, როგორც ჩანს, უკეთესად უძლებენ ღვინის კრიტიკის “ქარიშხალს”, ვიდრე წითელი ღვინოები.

2023 წელს კალიფორნიაში ვაზის ახალი ნარგავების 63% წითელყურძნიანი ჯიშები იყო. მათ შორის კი 27%-ს კაბერნე სოვინიონი შედგენს.  თუმცა ამ ჯიშის სიუხვემ ჭარბი რაოდენობა გამოიწვია და გასული წლის რთველის ნაწილი მოთხოვნის ნაკლებობის გამო დაუკრეფავი დარჩა.

ეს ფენომენი, როგორც ავტორი წერს, მხოლოდ კაბერნე სოვინიონს არ ეხება. წარსულში ერთი პერიოდის განმავლობაში მუსკატის ჯიში ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ასევე სწრაფად შემცირდა ბაზარზე. ახლა აშშ-ში მსგავსი სიტუაციაა ვარდისფერ ღვინოებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ხალხი ძალიან აღფრთოვანებული იყო განსაკუთრებით რონის რეგიონის ჯიშებით, როგორიცაა გრენაში, სირა და მონასტრელი (ფრანგულად - Mourvédre), დენი ბრეჯერი Azur Associates-დან აღნიშნავს, რომ ვარფისფერი ღვინოების მიმართ ასეთი მღელვარება შემცირდა და ბევრი მწარმოებელი გავიდა კიდეც ბაზრიდან.

ზოგადად ღვინის მოხმარება კლებულობს, რისი მალე გაუმჯობესების ნიშანიც ჯერ არ ჩანს. ეს შემცირება არის დიდი “ტენდენციის” ნაწილი, რომელიც გავლენას ახდენს ყველა ტიპის ალკოჰოლური სასმლის მოხმარებაზე, მათ შორისაა ლუდი და ტრადიციული, სხვა ალკოჰოლური სასმელებიც. ერთადერთი რამ, რომელიც სულ უფრო პოპულარული ხდება, არის მზა კოქტეილები.

ღვინის გაყიდვები განსაკუთრებით დაზარალდა რესტორნის სექტორში, რომელიც ინდუსტრიის მნიშვნელოვანი, საყრდენი პუნქტია. ეს, როგორც ვკითხულობთ, იმის ბრალიც არის, რომ დიდი ნაწილი Fine Dining რესტორნების ნაცვლად , სადაც ღვინო ვახშმის აუცილებელი ნაწილია, უპირატესობას უფრო სწრაფი კვების ობიექტებს ანიჭებს: “ღვინის შემცირების მიზეზი მრავალმხრივია. ახალგაზრდა თაობები ზოგადად ნაკლებ ალკოჰოლს სვამენ და როცა მოიხმარენ, ხშირად ღვინის ნაცვლად სხვა ვარიანტებს ირჩევენ. მომხმარებლები უფრო მეტად ზრუნავენ ჯანმრთელობაზე, ამცირებენ კალორიებისა და შაქრის მიღებას. გასაკვირი არ არის არც ის, რომ სწორედ ეს გახდა მთავარი მიზეზი იმისა, რის გამოც მათ ალკოჰოლის მოხმაება შეამცირეს. ამასთან ერთად ზოგიერთი სტილისა და კატეგორიის ღვინო საფრთხის ქვეშაც კი ქცევა.” - წერს ავტორი. სტატიას სრულად გაეცანით Vinetur-ზე.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.