Home
ქართული | English
დეკემბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2526272829301
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
303112345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

იაპონიის ბაზარი - “ქართული ღვინო” – სამოქმედო გეგმა 2020

ქართული ღვინისთვის იაპონიაც ძალზე მნიშვნელოვანი ბაზარია, მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში იაპონიაში ქართული ღვინის ცნობადობა საგრძნობლად გაიზარდა. ამის მიუხედავად, იგი მაინც საკმაოდ რთულ ბაზრად რჩება. თუკი თვალს გადავავლებთ ბოლო10 წლის გაყიდვების ისიტორიას, აღმოვაჩენთ, რომ რაოდენობრივი კლება 4-ჯერ დაფიქსირდა იაპონიაში.  2011, 2013, 2017 წლებში წინა წელთან შედარებით ნაკლები რაოდენობის ღვინო გაიყიდა. ალბათ წელსაც, მცირედი კლება იქნება 2018-ის მონაცემებთან შედარებით, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ თანხობრივად მუდმივად იზრდება ქართული ღვინის შემოსავლები და შესაბამისად საშუალო ფასი ერთ ბოთლ ღვინოზე. 2019 წლის 10 თვის მდგომარეობით იაპონიაში ექსპორტირებულია 160,058 ბოთლი ღვინო, საშუალო ფასმა კი 5$-ს მიაღწია.

იაპონიაში წლიურად 376,6 მლნ. ლიტრ ღვინოს მოიხმარენ, ხოლო ქვეყანაში იმპორტირებული ღვინის ფასმა ჯამში 1.65 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აქედან ბოთლის ღვინო - 167 მლნ. ლიტრი/ $ 978,2 მლნ. იმპორტირებული ღვინის (0,75) საშუალო ფასი ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება: აშშ - $16,14, საფრანგეთი - $ 9,74, ჩილე- $2,87, იტალია- $5,05. პირველ ადგილზე საფრანგეთია, შემდეგ იტალია, ჩილე და აშშ.

ღვინის ეროვნული სააგენტოს სამოქმედო გეგმა 2020-ში მოყვანილია რამნდენიმე საინტერესო ფაქტი:1. 2018 წლის მონაცემებით, ღვინის იმპორტის კლების პარალელურად 13%-ით გაიზარდა ცქრიალა ღვინის იმპორტი. 2. მომხმარებლის 54% პროდუქტს ყიდულობს იმის მიხედვით, რამდენად ცნობადია მწარმოებელი ქვეყანა. 3. ბოლო წლების განმავლობაში გაიზარდა ღვინის ონლაინ გაყიდვები. ყველაზე ცნობილი გვერდებია: Wassy’s Online Wine Store, Vinos Yamazaki, Enoteca. 4. იაპონელ მომხმარებელში, როგორც ჯანსაღი ცხოვრების წესზე/საკვებზე ორიენტირებული, უფრო და უფრო პოპულარული ხდება „ნატურალური“ ღვინო.

მიზნებს შორის სამოქმედო გეგმაში დასახელებულია: სადისტრიბუციო არხების მხარდაჭერა და გაფართოება, ცნობადობის ამაღლება, ქართული ღვინის დეგუსტაციები იაპონიის სხვადასხვა ქალაქში, ქართული ღვინის ტური მედიის წარმომადგენლებისთვის, ასევე გაყიდვებზე ორიენტირებული აქციები - ქართული ღვინის მასტერკლასები იაპონიაში ყველაზე დიდი სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლებისთვის (Somersault co.,ltd.), საგანმანათლებლო ლექციები რესტორატორებისთვის 6 ძირითად ქალაქში, ქართული ღვინის სადისტრიბუციო არხების/ქსელების გაძლიერების მხარდაჭერა, იაპონელი ღვინის იმპორტიორების ვიზიტი საქართველოში.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული