Home
ქართული | English
მარტი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
26272829123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

გურიის თეთრი ჯიშები

ერმილე ნაკაშიძე, მევენახეობა-მეღვინეობა გურია-სამეგრელოში, აჭარაში და აფხაზეთში. სახელგამი, 1929

ავტორის მართლწერა შენარჩუნებულია. რედ.

42. თეთრიშა - ვაზი საკმაოდ ღონიერი, მოსავლიანი. მტევანი შუათანა, მკვრივი და მოგრძო; მარცვალი წვრილი, მრგვალი და სიდიდით არა თანაბარი; კანი საკმაოდ სქელი, კბილებში ხრამუნებს, ქარვის ფერი, ხორცი მაგარი, წვნიანი, ძალიან ტკბილი, მეტად სასიამოვნო გემოსი. ღვინო კარგი თვისების უდგება, მაგარი, ნაზი, სასიამოვნო არომატიანი, თეთრი, ღია-ქარვის ფერისა. ის გავრცელებულია იმ რაიონში, საცა ჩხავერი.

43. ათინური - დიდი მარცვლები აქვს ქარვის ფერი; ჩინებული თეთრი სუფრის ყურძენია, ძალიან ტკბილია, სასიამოვნო გემოსი და საუცხოვო არომატის.

44. ზენათური - წვრილი მარცვალი აქვს, რუხი ფერისა; უდგება კარგი მაგარი ღვინო; გავრცელებული იყო სოფ. გურიანთაში, ნიგოითში, ბასილეთში და მის მიდამოებში.

45. საკმეველა - მარცვალი წვრილი, წოწოლა, სიდიდით არა თანაბარი, ფერი აქვს ქარვის ანუ საკმეველის; ღვინოს იძლევა კარგი თვისების, ნაზი, მაგარი, სასიამოვნო არომატის.

ეს სამი უკანასკნელი ჯიში სოკომაგვარი ავათმყოფობით მეტად იჩაგრება, ამიტომ მათი გავრცელების არე შესამჩნევად შევიწროვდა. ეხლა ეს ჯიშები თუმცა გვხვდება ყველა გურიის მეღვინეობის რაიონში, მაგრამ ძალიან მცირე რაოდენობით, თითო-ოროლა ცალობით.

46. დღვლაბე - გავრცელებული იყო სოფ. ჯუმათში, ამაღლებაში და მათ მიდამოებში.

47. კამური  თეთრი - იმ სოფლებში, საცა შავი კამური იყო.

48. კლარჯული - მეტად გავრცელებული ჯიში იყო გურიის ყველა სოფელში.

49. ქვაფათური - სოფ. გურიანთა, კახური, ლანჩხუთი და მათი მიდამოები.

50. კაპისტონი - სოფ. ამაღლება, სურები და საჯაოხოს რაიონი.

51. მაური - სოფ. ნიგოითი და საჯაოხოს რაიონი.

52. სამარხი - ერთი საუკეთესო სუფრის ჯიშია, ყურძენი დიდხანს ინახება; თითო-ოროლა ცალობით ყველგან გვხვდებოდა გურიის ზეგან სოფლებში.

53. სამაჭრე - ეს ჯიშიც ისე იყო გავრცელებული და იმნაირი თვისებისაა, როგორც შავი სამაჭრე.

54. თითა - სუფრის ჯიშია, გავრცელებული იყო ყველა მეღვინეობის სოფლებში.

55. თქვლაფა - გავრცელებული იყო საჯაოხოს რაიონში.

56. კიკაჩაი - ეს ჯიში იყო გავრცელებული იქ, საცა შავი კიკაჩაი.

57. დოდღო - სოფ. გურიანთა, ლიხაური, მაკვანეთი, შემოქმედი და მათი მიდამოები.

58. მწვანე - სოფ. ქაქუთი, ჭანიეთი, ლიხაური და სხვა.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.