Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ფრანგული ვენახები - ინტერვიუ მეღვინე კლოტილდა პეინთან

კლოტილთა პეინი  ფრანგი მეღვინეა, Clo-Chinon-ის დამფუძნებელი Loire Valley-ის ვენახებიდან. როგორც თავად ამბობს, წარმატების გასაღები, როდესაც საქმე ღვინის დაწურვას ეხება, ყურძნის ოპტიმალური სიმწიფეა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ საბოლოოდ ხარისხიანი, გემრიელი ღვინო მივიღოთ. როგორც ჩანს, კლოტილდა მთლიანადაა ჩართული ღვინის დაყენების პროცესში. ვენახში თეთრი და წითელი ვაზის ჯიშები მოჰყავს. მას განსაკუთრებით თავისი სამუშაოს მრავალფეროვნება უყვარს.

- ვაზის რომელი ჯიშებია გაშენებული თქვენს ვენახში?

- მომყავს კაბერნე  ფრანი წითელი, ხოლო შენენ ბლანი - თეთრი ღვინოებისთვის.

- რა არის საუკეთესო, ყველაზე საინტერესო ნაწილი თქვენს საქმიანობაში?

- ყველაზე მეტად ჩემს სამუშაოში მრავალფეროვნება მსიამოვნებს. ფრანგულად  ვამბობთ: „les annees se suivent et ne se ressemblent pas”, რაც ნიშნავს, რომ ყოველი წელი განსხვავებულად უნიკალურია. ეს კი იმიტომ, რომ ჩვენი სამუშაო ბუნებაზეა დამოკიდებული.

- რა არის თქვენი ღვინის საწარმოში განსაკუთრებული?

- ეს ოჯახური მამულია, რომლის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ღვინის დაწურვის  თავგადასავალია.

- რომელია ყველაზე დატვირთული და თქვენთვის საუკეთესო სეზონი?

- ყველა სეზონი თავისებურად დატვირთულია. მარანში ან მაღაზიაში თუ არ ვარ, ან თუ ძალიან ბევრი საქმე არაა ვენახში, სხვა ვალდებულებებიც მაქვს. მეღვინეობის საქმე დღეს ძალიან განვითარდა და მთელი რიგი საკითხების ცოდნასა და უნარებს მოითხოვს: მევენახეობას, მეღვინეობას, კომუნიკაციების ცოდნასა და მარკეტინგს. ჩვენთვის ყოველი წელი ძალიან დატვირთულია და ტიპური დღის აღწერაც არაა ადვილი საქმე. ვენახი დეკემბერსა და იანვარში „მიძინებულია“, რაც მომავალი წლის გამოფენების მოსამზადებლად მეტ საშუალებასა და დროს იძლევა.

- როგორ შეიცვალა თქვენი სამუშაო ბოლო 10 წლის განმავლობაში?

- დღეს მე მეღვინე ვარ! სამუშაო კი ყოველწლიურად ახალ-ახალი ტექნოლოგიების გამო ძალიან სწრაფად იცვლება და ვითარდება. იქნება ეს ვენახი თუ  ღვინის საწარმო, ჩვენ მუდმივი ადაპტაცია გვჭირდება ტექნოლოგიებთან, რათა მომხმარებელს მოლოდინები არ გავუმტყუნოთ. დღევანდელ დღეს ღვინის მოყვარულები საკმაოდ მომთხოვნები არიან. ისინი ძალიან ბევრი სახის ინფორმაციას იღებენ სხვადასხვა წყაროებიდან და გარკვეული გავლენის ქვეშაც მარტივად ექცევიან. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მუდმივად უნდა განვვითარდეთ და ბევრი გამოწვევა გადავლახოთ, ეს კი სწორედ ისაა, რაც მე ძალიან მსიამოვნებს.

- რა არის თქვენთვის, როგორც მეღვინისთვის, ყველაზე დიდი გამოწვევა?

- ჩემი ვენახის ყოველწლიური მოსავალი.

- როგორ ფიქრობთ, რა უფრო მნიშვნელოვანია: ტრადიცია თუ ინოვაცია?

- არც ტრადიცია და არც ინოვაცია არ ნიშნავს რაიმე მნიშვნელოვანს თავისთავად. მე ორივესთან „მუშაობა“ და ადაპტაცია შემიძლია. საოჯახო მამული მაძლევს იმის საშუალებას, ღვინო ტრადიციული მეთოდით ვაწარმოო, ასევე მაქვს ჩემი ვენახი, სადაც შემიძლია უფრო მეტად ინოვაციური ვიყო, ვცადო ახალ-ახალი რამ.

- შინონის მიღმა, რომელია თქვენი საყვარელი ღვინის რეგიონი მსოფლიოში?

- მე არ მიმოგზაურია, სამწუხაროდ, იმდენი, რომ ჩემი საუკეთესო უცხოური ღვინო უკვე აღმოჩენილი მქონდეს, თუმცა ვიტყოდი, რომ საფრანგეთში სამხრეთის რეგიონი ძალიან ინსპირაციულია ჩემთვის. კლიმატის გამო ძალიან ბევრი და შესანიშნავი რამ შეიძლება დაიწუროს ისეთი ვაზის ჯიშისგან, როგორიცაა სირა.

- რომელია საუკეთესო ღვინო, რომელიც კი გაგისინჯავს?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია, რადგან ჩემზე ძალიან ბევრ ღვინოს მოუხდენია შთაბეჭდილება არა მხოლოდ განსაკუთრებული გემოს გამო, არამედ იმ გარემოსა და მომენტების გამო, როცა იმ ღვინოებს ჩემს საყვარელ ადამიანებთან ერთად ვაგემოვნებდი. ღვინო გაზიარების მომენტია. როცა ბოთლს ხსნი, ხსნი ისტორიას, „ტერუარს“. იყო ერთი მომენტი, რომელმაც ძალიან იმოქმედა ჩემზე, ეს იყო 1980 წლის, ჩემი დაბადების წლის შინონის გახსნა. ძალიან ემოციური გამოცდილება იყო ჩემთვის იმ წლის ღვინის დაგემოვნება, როდესაც მე გავჩნი.

- თქვენს ღვინოებს შორის შეგიძლიათ მირჩიოთ სინტერესო საკვებისა და ღვინის შეხამება?

- La Robe Rose ძალიან სასიამოვნოა ტკბილ, ქონდრიან სალათთან. Sans Dessus Sans Dessous ძალიან უხდება შემწვარ წითელ ხორცს.

- გაქვთ განსაკუთრებული ბოთლი, რომელსაც მარანში ინახავთ? თუ ასეა, რომელი?

- მაქვს შენახული რამდენიმე ბოთლი ჩემი პირველი რთველიდან, Sans Dessus Sans Dessous 2012, რომლებსაც მაშინ გავხსნი, როცა ისევ ვიპოვი მარანში. ისინი სადღაც, სხვა მოსავლის ღვინის ბოთლების ქვეშ უნდა იყოს. როცა მათ ვიპოვი, ეს ძველი, უამრავი მოგონებით სავსე ზარდახშის პოვნის მსგავსი განცდა იქნება.მე მიყვარს იმპროვიზაცია - საუკეთესო მომენტების შექმნა მაშინ, როცა დაგეგმილი არაფერია.

- რომელია თქვენი საყვარელი მხარე ლუარის ხეობაში, რომელიც აუცილებლად ღვინოსთან არაა დაკავშირებული?

- მე მომწონს სომიური, ანჟერის სიმსუბუქე და მდინარე ლუარის სიმშვიდე. ეს ისაა, რაც ჩემი განტვირთვისთვის იდეალურია.

თარგმანი © ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული