Home
ქართული | English
სექტემბერი 2019
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
2627282930311
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30123456

მულტიმედია

კომენტარები

ახალი გემოები „8 ათას მოსავალში“

ლევან სეფისკვერაძე

21 ოქტომბერს, თბილისში ღვინის ბარ–მაღაზია „8000 მოსავალში“, ღვინის ენთუზიაზისტის, აჩიკო ტყემალაძისა და ღვინის კლუბის ორგანიზებით, იმერული, კახური და ქართლის ოჯახური ღვინოების გაცნობითი დეგუსტაცია გაიმართა.

დეგუსტაციის მინაწილეებმა ღვინის 8 ნიმუში დაიგემოვნეს. 

აჩიკო ტყემალაძემ სხვადასხვა სოფლებში შეარჩია აღნიშნული ღვინოები და როგორც თავად აცხადებს, მისი უმთავრესი მიზანი ამათუიმ ღვინის საზოგადოებისთვის გაცნობა და კონკრეტული მეღვინე გლეხების ღვინის ბიზნესში უკეთესად ჩართვაა.

დეგუსტაციაზე გაისინჯა:

საჩხერის ქვევრის ციცქა–ცოლიკოური (მეღვინე ტარიელ მეთონიძე);

სოფელ მუხრანის ჩინურისა და გორული მწვანესაგან ქვევრში ჭაჭაზე დაყენებული ღვინო (გიორგი ცინცაძე);

ამავე მეღვინის მიერ უჭაჭოდ დაყენებული იგივე ნაზავი;

მწვანე კახურისა და რქაწითელის ღვინო მანავიდან (მწარმოებელი ETNOWINES);

იგივე ღვინომ ოღონდ უჭაჭოდ დაყენებული;

მეღვინე გიორგი გელაშვილის მიერ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ეთოში მოყვანილი იშვიათი ჯიშისგან – რკო შავისგან დაყანებული ვარდისფერი ღვინო;

სოფელ ბაჯითის ქვევრის ძელშავი (მეღვინე, ელდარ ცაბაძე);

ოცხანური საფერე სოფელ კვალითიდან (მწარმოებელი ETNOWINES).

დეგუსტაციაზე გასინჯული ღვინოებიდან უდავოდ ყველაზე დიდი ინტერესი მეღვინიე გიორგი გელაშვილის მიერ, 150 წლის ვენახში დაკრეფილმა რკო შავის ჯიშისგან დაყენებულმა ღვინომ გამოიწვია. ეს ვარდისფერი ღვინო დეგუსტაციის მონაწილეთა უმრავლესობამ პირველად დაიგემოვნა და ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ ჯიშს უდავოდ დიდი მომავალი აქვს და თუკი ეს ღვინო ჩამოსხმულიც გამოჩნდება ქართული ღვინის ბაზარზე, წარმატების დიდი შანსი ექნება.

აჩიკო ტყემალაძე, ღვინის ენთუზიაზისტი, ღვინის კლუბის წევრი: “მოხარული ვარ, რომ დღეს ეს ღვინოები ღვინის მოყვარულებამდე და სპეციალისტებამდეც მივიდა. გასაგებია, რომ ბევრი ღვინო პრობლემურია, რაც არაა გასაკვირი, მაგრამ თუნდაც ის ფაქტი, რომ დეგუსტაციის ბევრმა მონაწილემ რკო შავის, ანდა ძელშავისგან დაყენებული ღვინო პირველად გასინჯა, მაძლევს იმის იმედს, რომ საქართველოს სოფლებში და ამ შემთხვევში საჩხერის რაიონში მეღვინეობა მომავალში კიდევ უფრო მეტად განვითარდება და ეს მხარე მიყვება ქართული მეღვინეობის განვითარების გზას.

განსაკუთრებით მინდა გამოვყო ამ ღვინის ავტორები, რომლებიც ჩვეულებრივი გლეხები არიან. ამ ადამიანებისათვის დიდი სიხარულის მომტანია ის ფაქტი, რომ დღეს მათი ღვინოები ღვინის სპეციალისტებმა დააგემოვნეს და შეაფასეს. ესაა სწორედ ის სტიმული, რამაც შეიძლება ჩვეულებრივი რიგითი გლეხები მომავალში ხარისხიანი და ცნობილი ღვინოების ავტორებად აქციოს“.

ღვინის კლუბის პრეზიდენტი, მალხაზ ხარბედია მიიჩნევს, რომ ქართული ღვინის მრავალფეროვნების კუთხით, გასინჯული ღვინოები ძალიან მნიშვნელოვანია. ხარბედია იმედს იტოვებს, რომ საჩხერეში და იმერეთის ხხვა მაღალმთიან რეგიონებში მეღვინეობა აუცილებლად განვითარდება.

“არ უნდა ვიყოთ ძალიან მკაცრები იმ მეღვინეების მიმართ,  რომლებმაც პირველად წარმოადგინეს საკუთარი ღვინოები ასეთი ტიპის ღონისძიებაზე. დიახ, რა თქმა უნდა იყო პრობლემები, ძირითადად საუბარია ღვინის მოვლასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, მაგრამ მე მჯერა, რომ ყველაფერი მოგვარდება.

მადლობა მინდა ვუთხრა ამ ღვინოების ავტორებსა და აჩიკო ტყემალაძეს იმიტომ, რომ ზრუნავენ იმერეთში და კონკრეტულად  საჩხერეში მეღვინეობის დარგის პოპულარიზაციაზე და ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმეა. საჭიროა კიდევ ბევრი ასეთი მცირე თუ მასშტაბური ექსპედიცია, ქართული მევენახეობა–მეღვინეობის რომელიც მივიწყებულ კერებს გამოაცოცხლებს“ – ამბობს მალხაზ ხარბედია.

ღვინის მაღაზია–ბარი „8000 მოსავალი“ ერთი წელიც არაა რაც გაიხსნა და ხშირად მასპინძლობს ასეთი ტიპის ღონისძიებებს. ბარის მენეჯმენტში ამბობენ, რომ მათი ერთ–ერთი მთავარი მიზანიც სწორედ ახალი ღვინოების ხელშეწყობა და პოპულარიზაციაა. ეს ყველაფერი მრავალფეროვნებასაც გულისხმობს. ღვინის სპეციალისტები კი დიდი ხანია შეთანხმდნენ, რომ მრავალფეროვნების გარეშე ქართული მეღვინეობა ვერ განვითარდება.

© საქართველოს ღვინის კლუბი, ღვინის ეროვნული სააგენტო, ღვინის საინფორმაციო ცენტრი

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.