Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

WinExpo 2022

 ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მეთოთხმეტე საერთაშორისო გამოფენა ხვალ, 10 ივნისს გაიხსნება და 12 ივნისამდე გაგრძელდება.გამოფენა ექსპოჯორჯიაში გაიმართება საქართველოს  ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით. 

WinExpo 2022-ზე რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. პირველ რიგში აღსანიშნავია ExpoGeorgia-სა და საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ერთობლივი პროექტი - ღვინის ჯილდოსომელიეს არჩევანი. „სომელიეს არჩევანი“ WinExpo-ზე წარმოდგენილ ღვინოებს შორის ფასისა და ხარისხის შეფარდების მიხედვით საუკეთესოს გამოავლენს. 

ღონისძიება უმასპინძლებს ღვინის ექსპორტის B2B ფორუმს, რომელიც ქართველ მწარმოებლებსა და უცხოელ ექსპორტიორებს შორის პარტნიორული ურთიერთობების წახალისებას ისახავს მიზნად. აქ შეხვდებით ღვინის აგენტებს, თრეიდერებს, სასტუმროებისა და რესტორნების წარმომადგენლებს. მათ შორის ღვინის მოყვარულებს, რომელთაც ღვინის გასინჯვა და სიახლეების, ინოვაციების გაცნობა სურს. 

ეს ერთადერთი B2B ღონისძიებაა საქართველოში, რომელიც  ღვინის ინდუსტრიის, პროდუქციის, ღვინის დამზადების ტექნოლოგიებისა და სერვისების სრულ ასორტიმენტს წარმოადგენს. გარდა  ამისა, როგორც ღონისძიების შესახებ ვკითხულობთ, ღვინის გარდა შეხვდებით სასუქების, შესაფუთი მასალების, ნერგეებს, აქსესუარებისა და მანქანა-დანადგარების მწარმოებლებს. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე დიდ კომპანიებთან ერთად ტრადიციულად მცირე და საოჯახო მარნებსაც შეხვდებით.

© ღვინის კლუბი/vinoge.com 

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული