Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

London Wine Competition 2023-ის გამარჯვებულები ცნობილია

2023 წლის London Wine Competition-ის გამარჯვებულები გუშინ გამოავლინეს. კონკურსზე ღვინოები ძირითადად 3 კრიტერიუმის გათვალისწინებით შეფასდა, ესაა ხარისხი, ღირებულება და შეფუთვა. მედლის მფლობელ ღვინოებს კი საკმაოდ მაღალი რეიტინგი უნდა ჰქონდეთ სამივე კატეგორიაში, რომელთაგანაც ყველაზე მნიშვნელოვანი ღვინის ხარისხია. წლევანდელ კონკურსზე წარმოდგენილი იყო 1300 ღვინო 32-ზე მეტი ქვეყნიდან. შირაზი, კაბერნე სოვინიონი და შარდონე ამ წლის კონკურსში მონაწილე 3 საუკეთესო ჯიშებად დასახელდა. ავსტრალია, ესპანეთი და პორტუგალია კი ტოპ 3 ქვეყანაში მოხვდა. 

ბერძნული ასირტიკოდან და ქართული ქვევრის ღვინოებიდან დაწყებული LWC-ის ღვინის ოსტატებმა ძველი სამყაროს ვაზებისა და უფრო ცნობილი კლასიკური ჯიშების ღვინოები დააგემოვნეს მთელი მსოფლიოდან. ერთ-ერთი ჟიურის წევრი, Jeraboam-ის ხელმძღვანელი პიტერ მიჩელი აცხადებს, რომ წლევანდელი კონკურსი განსაკუთრებული იყო: “ეს მესამე წელია, როდესაც კონკურსის ღვინოებს ვაფასებ და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ წლევანდელი წლის ღვინოები ზოგადად უფრო მაღალი ხარისხისა და სტანდარტის იყო, ვიდრე ადრე.” - ვკითხულობთ Wine Enthusiast-ის გვერდზე. სარა მუირედი, ასევე ჟიურის წევრი აღნიშნავს, რომ საქართველოდან ძალიან საინტერესო ღვინოები იღებდა კონკურსში მონაწილეობას: “საქართველო წინ მიდის, მასთან ერთად კოსოვო და ალბანეთი, გავსინჯეთ ბელგიური ცქრიალა ღვინოებიც. ფაქტობრივად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების უმეტესობა ძალიან წინაა წასული და მათ ჯიშებს დიდი პოტენციალი აქვთ.” - ვკითხულობთ სტატიაში. 

სხვა ქვეყნებთან ერთად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მონაწილება საქართველომაც მიიღო. მთლიანობაში კი 1 ოქრო, 14 ვერცხლი და 13 ბრინჯაო მოვიპოვეთ. ოქროს მედლის მფლობელია “შუმი”, სალომე, 2020, რომელიც Best in Show-ს ჯილდოს მფლობელიც გახდა. 

ვერცხლი:

“მარანი მილორაული”, საფერავი, 2020

Georgian legend,  საფერავი ქვევრი, 2020

“ბადაგონი”, საფერავი, 2010

“შუმი”, მუკუზანი იბერიული, 2020

“შატო ასკანა”, ჩხავერი, 2018

“შუმი”, ბიო საფერავი იბერიული, 2020

“რთველისი”, საფერავი ქვევრი, 2020

“შუმი”, საფერავი ქვევრი იბერიული, 2021

”გურამიშვილის მარანი”, როზე იმპერიალი, 2015

“ბადაგონი”, საფერავი, 2015

“რთველისი”, ქინძმარაული, 2021

“ალიონი”, ქისი, 2021

“რთველისი”, ქისი ქვევრი, 2021

“შატო ასკანა”, საფერავი, 2019

ბრინჯაო

ბადაგონი”, საფერავი, 2013

“რთველისი”, ნაფარეული პრემიუმ კოლექცია საფერავი, 2019

“ბადაგონი”, საფერავი, 2018

“შუმი”, სალომე, 2019

“რთველისი”, ქისი, 2021

“შუმი”, ბიო რქაწითელი ქვევრი იბერიული, 2020

“ღვინის სამშობლო”, ქისი, 2020

“ქართული ლეგენდა”, საფერავი, 2019

“ბადაგონი”, რქაწითელი, 2020

“გურამიშვილის მარანი”, Grande Cuvee, 2019

“გურამიშვილის მარანი”, საგურამოს ჩინებული, 2019

“მარანი ცისკარი”, რქაწითელი, 2021

“ღვინის სამშობლო”, საფერავი, 2018

გამარჯვებულთა სრულ სიას London Wine Competition-ის გვერდზე ნახავთ.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.