Home
ქართული | English
ოქტომბერი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
30123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031123

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

თეთრ ღვინოზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში იზრდება

ყველასთვის ცნობილი ამბავია, რომ წითელი ღვინო მსოფლიო ბაზარზე დომინანტურია. თუმცა მიუხედავად ამისა, თეთრი თანდათან უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება. მრავალი წლის განმავლობაში თეთრ ღვინოს ბევრი სუსტი ხასიათის მატარებლად მიიჩნევდა, თუმცა ეს მხოლოდ იმ საზოგადოებებში იყო ასე, რომელთაც ღვინო არც იმდენად ესმოდათ. თანდათან თეთრი ბურგუნდიული ღვინოებით, გერმანული პრემიუმ რისლინგებით, ფრანგული შარდონეებით და მაღალხარისხიანი სოვინიონ ბლანებით უფრო და უფრო დაინტერესდნენ მთელს მსოფლიოში. საუკეთესოები, უნდა ითქვას, რომ ჩამოსხმისთანავე 1000$-ზე მეტადაც კი იყიდება.

NielsenIQ-ს თანახმად ბოლო წლების განმავლობაში ღვინის გაყიდვები 5’2%-ითაა შემცირებული. თეთრ ღვინოს ამჟამად ბაზრის დაახლოებით 29% უჭირავს, თუმცა 2017 წლიდან მისი ბაზრის წილი რამდენიმე პროცენტით გაიზარდა. თეთრი ღვინის საშუალო ფასი 2017 წელს 13,80$ იყო, 2022 წლამდე კი 15,40$-მდე გაიზარდა. საინტერესოა ისიც, რომ Drizly (ონლაინ გაყიდვების ძალიან პოპულარული კომპანია) ყველაზე სწრაფად მზარდ კატეგორიებად ნაკლებად გამორჩეულ ჯიშებს ასახელებს, როგორიცაა Niagara, Aligoté, Cayuga და Macabeo. გარდა იმისა, რომ თეთრ ღვინოს მეტად ყიდულობენ, როგორც ჩანს, მომხმარებელს მის შესახებ უფრო მეტის გაგებაც სურს. Wine Searcher-ზე უფრო მეტი და მეტი ადამიანი ათვალიერებს თეთრებს, განსაკუთრებით კი შარდონეებს, სოვინიონ ბლანებსა და რისლინგებს. 

რეგიონები, რომლებიც ადრე მხოლოდ წითლებით იყო ცნობილი, ახლა თავიანთ ვენახებში თეთრებისთვისაც გამონახავენ ადგილს: “ამ ბოლო პერიოდში წითელი ღვინის ტრადიციულ რეგიონებს ვესტუმრე. ერთ-ერთია რიოხა, სადაც თეთრი ღვინოების გაყიდვები გაორმაგდა ბოლო 10 წლის განმავლობაში. სამხრეთ რონაში (southern Rhône) და პროვანსში (provence) კი აქტიურად აფართოებენ თეთრი ღვინის წარმოებას.” - აღნიშნავს ივან გოლდშტეინი, ოსტატი სომელიე და Full Circle Wine Solutions-ის პრეზიდენტი. მართლაც, რიოხას ერთგული “მხარდამჭერები”, როგორიცაა Valdemar Family, EI Coto de Rioja და Baron De Ley, მნიშვნელოვნად აფართოებენ თავიანთი თეთრი ღვინის წარმოებას ბაზარზე.

Jesús Martinez Bujanda, Valdemar-ის მეოთხე თაობის მეღვინემ თეთრებზე აქცენტი გააკეთა 1980-იანი წლებიდან, თავდაპირველად Maturana-ზე და შემდეგ კი თეთრი ტემპრანილოს ჯიშის ღვინოებზე. როგორც მარისა ალონსო, Valdemar-ის მარკეტინგის ხელმძღვანელი ამბობს, ეს ბოლო პერიოდია ნამდვილად უფრო წარმატებულად იყიდება თეთრები, ვიდრე აქამდე. 2014 წლიდან Valdemar-ში თეთრი ღვინის წარმოება 64%-ით გაიზარდა.

EI Coto de Rioja და Barón de Ley, რომლებიც Baron de Ley Grupo-ს ქვეშ ერთიანდებიან, დაახლოებით 2000 ჰექტარი ყურძენი მოჰყავთ. EI Coto-ში წარმოების 25% თეთრია, ხოლო Barón de Ley-ში კი 10%-ია და როგორც სერჟო სორიანო აღნიშნავს, 2010 წლიდან თეთრი ღვინოების გაყიდვები 3-ჯერ გაიზარდა. 

ისეთ რეგიონებში, როგორიცაა Rías Baixas ესპანეთში, ვენახების 95 პროცენტში გაშენებულია ალბარინო (Albariño), ხოლო 4 პროცენტი ძირითადად თეთრ ვაზის ჯიშებს ეთმობა, როგორიცაა Caiño Blanco, Loureiro, Treixadura, Torrontes, და Godello. საწარმოები თავიანთი ღვინოებისთვის უფრო ფართო, ახალ აუდიტორიას აშშ-ში პოულობენ. გასულ წელს ექსპორტი აშშ-ში 13,5 პროცენტით გაიზარდა და 18,9 მილიონი დოლარი შეადგინა. სტატიას შეგიძლიათ Wine Searcher-ის ვებ. გვერდზე გაეცნოთ. 

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული