Home
ქართული | English
აპრილი 2024
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293012345

შეიძინეთ ჩვენი წიგნები ღვინის მაღაზიებში

მულტიმედია

კომენტარები

ღვინის კლუბი გიწვევთ ტრენინგზე – ღვინის დაჭაშნიკება

3–4 თებერვალს ღვინის კლუბი წარმოგიდგენთ მორიგ ტრენინგს, რომელსაც ღვინის მწერალი მალხაზ ხარბედია გაუძღვება – ღვინის დაჭაშნიკება (როგორ დავაგემოვნოთ ღვინო).

•          ტრენინგზე ვისაუბრებთ ღვინის დაჭაშნიკების ძირითად ეტაპებზე, თვალი, ანუ ღვინის გარეგნობა, სურნელი, გემო, დაბოლოება და სხვ. გავეცნობით ღვინის დახასიათების სისტემურ მეთოდს, ასევე გავივლით ღვინის შეფასების კრიტერიუმებს. გავსინჯავთ ღვინოებს.

•          ტრენინგზე გაისინჯება 10 სხვადასხვა დასახელების ღვინო, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოდან. წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა სტილის ქართული ღვინო.

•          ტრენინგის ხანგრძლივობა: ორი დღე, 11:00–16:00 საათები.

•          ტრენინგის ღირებულება: ერთ მსმენელზე შეადგენს 90 ლარს.

•          “ღვინის კლუბის” წევრებისთვის, რომელთაც არ ერიცხებათ საწევრო დავალიანება, გათვალისწინებულია 20%–იანი ფასდაკლება.

•          კურსის ღირებულებაში შედის: კურსის სახელმძღვანელო (ღვინის დაჭაშნიკება, ავტორი მალხაზ ხარბედია), სადეგუსტაციო ნიმუშები (10 დასახელება), ტესტები, ღვინის საგამოცდო ნიმუშები, სერტიფიკატი, კურსისთვის საჭირო აქსესუარები, მცირე სადილი (2 დღე).

•          სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც ტრენინგის ბოლოს წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

•          ტრენინგი ჩატარდება მას შემდეგ, რაც კურსზე დარეგისტრირებული მსმენელების რაოდენობა მიაღწევს 20-ს.

•          რეგისტრაციისათვის მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე info@wineclub.ge ან დარეკეთ ნომერზე: 598 30 86 88, 557 41 30 10.

•          ჯგუფის დაკომპლექტების ბოლო ვადაა 1 თებერვალი.

გთხოვთ თანხა გადმორიცხოთ ანგარიშზე:

ააიპ "ღვინის კლუბი"

ს.ს. „თიბისი ბანკი“

ბანკის კოდი: TBCBGE22

მიმღების ანგარიში:GE66TB1144536080100002

თანხა უნდა ჩაირიცხოს არაუგვიანეს 1 თებერვლისა.

© ღვინის კლუბი/vinoge.com

თქვენი კომენტარი

თქვენი ელ-ფოსტა არ გამოქვეყნდება
  • Web page addresses and e-mail addresses turn into links automatically.
  • No HTML tags allowed

More information about formatting options

საქართველოს ღვინის რუკა
თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ ჩვენს ბლოგს "PayPal"-ის საშუალებით.

ტოპ ხუთეული